“ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთელის, ფილიპე კოუტინიოს, აგენტმა, კია ჯორაბჩიანმა, განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, კოუტინიო მომდევნო სეზონში “ბარსას” რიგებში ვიხილოთ.
“არ გამოვრიცხავთ, იგი “ბარსელონაში” დარჩეს. ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ, დავსხდებით და განვიხილავთ.
“კოუტინიოს პრემიერ ლიგა უყვარს, თუმცა ფინანსურ მხარესა და კორონავირუსის ფაქტორს მნიშვნელოვანი როლი ექნება”, – ჯორაბჩიანის სიტყვებს TalkSport ციტირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელის იჯარით აყვანით ლონდონის “არსენალია” დაინტერესებული.
კოუტინიო, “ბაიერნთან” ერთად, თავის კლუბს დღეს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაუპირისპირდება.


ბარსას წინააღმდეგ ითამაშებს და ზეგ უკვე ბარსას დაუბრუნდება? მაგარია.
თუ შანსი მიეცემა რამოდენიმე თამაშში გადამბულად იასპარეზოს მჯერა გამოიჩენს თავს… მე მაგრად მსურს რომ ბარსელონაში მიაღწიოს წარმატებას ..და ვნახოთ რა გამოვა..
კიდე ვიძახი, კარგი მწვრთნელის ხელში ესეც იპოვიდა თავის ადგილს ბარსაში.
sastav ras fikrobt dges ase favoriti roa baierni niuneli cavavebt?100 manetshi ra davceeo rras mirchevt
აუ არადა როგორ მიხაროდა ამის მოსვლა ;დ