workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილიარეალი-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

ვილიარეალი-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

“ბარსელონა”, ხვალ, 5 ივლისს, ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩში, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე, “ვილიარეალს” ესტუმრება.

ესპანეთის ჩემპიონობისთვის მებრძოლი კატალონიური გუნდი, ამჟამად, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში, 70 ქულით, მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ მადრიდის “რეალს” 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა შეხვედრამდე მათ შორის სხვაობა, შესაძლოა, 7 ქულამდე გაიზარდოს.

რაც შეეხება “ვილიარეალს”, “წყალქვეშა ნავი”, 54 ქულით, მე-5 პოზიციაზე იყოფება და დიდი მიზნებისთვის იბრძვის.

გუნდების სათამაშო ფორმა

“ბლაუგრანა”, სეზონის განახლების შემდეგ, საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება. კატალონიელებმა 6 შეხვედრიდან 3 მოიგეს და ამდენივე ფრედ ითამაშეს. გუნდმა შესაძლო 18 ქულიდან 12 ქულის მოგროვება შეძლო.

“ლურჯ-ბროწეულისფერებს” ძალიან რთული სიტუაცია აქვთ გასვლით მატჩებში. მათ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში სტუმრად ჩატარებული 16 შეხვედრიდან მხოლოდ 6 მოიგეს, 5 ფრედ ითამაშეს, ამდენივე კი წააგეს.

“ბარსელონას” საპირისპიროდ, შესანიშნავ ფორმაში იმყოფება “ვილიარეალი”. “ყვითლებმა”, სეზონის განახლების შემდეგ, 6 თამაშიდან 5 მოიგეს, 1 კი ფრედ დაასრულეს. მათ სახლში ჩატარებული 16 შეხვედრიდან 8 მოიგეს, 5 ფრედ ითამაშეს, 3-ში კი დამარცხნდენ. გუნდმა ბოლო მატჩში “ბეტისს” გასვლაზე 2-0 მოუგო.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონას” “ვილიარეალთან” ცუდი სტატისტიკა ნამდვილად არ აქვს. ეს გუნდები ლა ლიგის ისტორიაში ერთმანეთს 30-ჯერ შეხვდნენ, რომელთაგან კატალონიელებმა მხოლოდ 3 მატჩი წააგეს, 20 მოიგეს, 7 კი ფრედ ითამაშეს.

“ბარსა” და “ვილიარეალი” ბოლოს ერთმანეთს სექტემბერში დაუპირისპირდნენ. “ბლაუგრანამ”, “კამპ ნოუზე”, ანტუან გრიზმანისა და არტურის ბრწყინვალე გოლის წყალობით 2-1 მოიგო.

სტატისტიკა

“ბარსელონას”, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 33 მატჩიდან 21 მოგება, 7 ფრე და 5 წაგება აქვს. კატალონიელებმა 75 გოლი გაიტანეს, 35 ბურთი კი გაუშვეს. მათ კარი მშრალად 12-ჯერ შეინახეს.

“ბლაუგრანა” საშუალოდ 2.24 გოლს იტანს, 1.06-ს კი უშვებს. სათამაშო დრო 15-წუთიან მონაკვეთებად რომ დავყოთ, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” ყველაზე ხშირად 30-45 წუთის (23%) მონაკვეთში გააქვთ.

რაც შეეხება “ვილიარეალს”, გუნდმა 33 თამაშიდან 16 მოიგო, 6 ფრედ ითამაშა, 11 კი წააგო. “ყვითლებმა” 53 გოლი გაიტანეს, 40 ბურთი კი გაუშვეს. მათ კარი მშრალად 11-ჯერ შეინახეს.

“წყალქვეშა ნავი” საშუალოდ 1.61 გოლს იტანს, 1.21-ს კი უშვებს. მას უმეტეს შემთხვევაში 0-15 და 75-90 წუთის (20.8%) მონაკვეთებში გააქვს.

საინტერესო ფაქტები

  • “ბარსელონა” “ვილიარეალთან” ბოლო 23 მატჩში დაუმარცხებელია.
  • კატალონიელები “ვილიარეალთან” ბოლო 6 თამაშში სულ მცირე 2 გოლს იტანენ.
  • “ყვითლებმა” ლა ლიგის ბოლო 6 შეხვედრაში კარი მშრალად 5-ჯერ შეინახეს.
  • “ვილიარეალის” ბოლო 6 თამაშიდან 5-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • “ბარსელონა” პრიმერა დივიზიონის ბოლო 7 მატჩში დაუმარცხებელია.
  • “ვილიარეალს” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 3 შეხვედრაში სულ მცირე 2 გოლი გააქვს.

დანაკლისი

უკვე ჩვეულებრივი რამაა, რომ “ბარსელონას” ტრავმირებული უსმან დემბელე არ ეყოლება. ფრანგი ფეხბურთელი არცერთ დარჩენილ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. დემბელეს გარდა, დაზიანების გამო, არ ითამაშებენ ფრენკი დე იონგი და სამუელ უმტიტიც.

“ბარსელონას” განაცხადი.

ხავი კალიეხას გუნდს ცენტრალური მცველი რამირო მორი, ნახევარმცველი რამირო გუერა და სოფიან ჩაკლა დააკლდებიან. ასევე, საეჭვოა ნახევარმცველი ვისენტე იბორას თამაშიც, თუმცა ეს “ვილიარეალისთვის” სერიოზული დანაკლისი ნამდვილად არაა. შეიძლება ითქვას, “ყვითლები” ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ.

მწვრთნელები მატჩის წინ

კიკე სეტიენი: “არახელსაყრელ მდგომარეობაში ვიმყოფებით, თუმცა კვლავ ვცოცხლობთ. ყველა დარჩენილი თამაშის მოსაგებად ვიბრძოლებთ”. სეტიენის სრული კომენტარი.

ხავი კალიეხა: “დიდი მოტივაცია, სურვილი და რწმენა გვაქვს იმისა, რომ შეგვიძლია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან 3 ქულა მოვიპოვოთ”.

მსაჯი

მატჩს 44 წლის არბიტრი კარლოს დელ სერო გრანდე განსჯის. გრანდეს კატალონიელთა 29 მატჩში უმსაჯია. აქედან “ბლაუგრანამ” 22 შეხვედრა მოიგო, 3 – ფრედ ითამაშა, 4 კი – წააგო.

მადრიდელმა არბიტრმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” 3 თამაშში იმსაჯა, რომელლებშიც კატალონიელებს მოგება, წაგება და ფრეც აქვს. მან “ლურჯ-ბროწეულისფერებს” 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.

გრანდეს “ვილიარეალის” 20 მატჩში უმსაჯია. აქედან “ყვითლებმა” 13 მოიგეს, 4 ფრედ ითამაშეს, 3 კი წააგეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი; ს. რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა; ბუსკეტსი, ვიდალი, პუჩი; მესი, სუარესი, გრიზმანი.

ვილიარეალი (4-4-2): ასენხო; გასპარი, ალბიოლი, ტორესი, მორენო; ჩუკვუეზე, იბორა, ანგიუსა, კასორლა; ალკასერი, მორენო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (19)

  • gaucho10
    schedule 27 ნოე 2021, 19:11

    გავის ვერ მოთხოვ გოლებს არაა მისი სტილი დეპაის კლასი აკლია ბარსელონას დონის არაა მაქსიმუმ სკამზე

    ხავის მჯერა ნელ ნელა მოამატებიებს გუნდს პრესინგს ორი კაი შემსრულებელი გვჭირდება სადაა თუარა

  • nikusha
    schedule 27 ნოე 2021, 18:03

    ტერ შტეგენი
    დესტი-არაუხო-გარსია-ალბა
    ნიკო-ბუსკეტსი-დე იონგი
    დემირი-დეპაი-გავი

  • nika 54
    schedule 27 ნოე 2021, 16:59

    ციტატა: azulgerana
    WhoScored: 1-1
    Sportskeeda: 0-2
    Sportsmole: 1-2
    Squawka: 0-1

    საინტერესოა რატომ ფიქრობენ რომ ბარსა მოიგებს.


    ალბათ იმიტომ რომ: "ვილიარეალს" "ბარსელონასთვის" ძალიან დიდი ხანია, არ მოუგია. ბოლოს ეს 2008 წელს, "კამპ ნოუზე" მოხდა, საკუთარ კედლებში კი ვალენსიელებმა ბოლოს 2007 წელს მოიგეს. ბოლო 26 დაპირისპირებიდან 20 "ბლაუგრანამ" მოიგო, ხოლო 6 ფრედ დასრულდა, უკანასკნელ 4 თამაშში კი "ვილიარეალი" ქულის აღებასაც ვერ ახერხებდა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 27 ნოე 2021, 16:22

    azulgerana,
    საინტერესოაბშენ რატომ ფიქრობ რომ ვერ მოიგებს თუნდაც მინიმალური ანგარიშით

  • azulgerana
    schedule 27 ნოე 2021, 13:55

    WhoScored: 1-1
    Sportskeeda: 0-2
    Sportsmole: 1-2
    Squawka: 0-1

    საინტერესოა რატომ ფიქრობენ რომ ბარსა მოიგებს.

  • La Pulga10
    schedule 27 ნოე 2021, 12:50

    ძლივს ჩვენი თამაში ფეხბურთს ჰგავს,იმედია დღეს კიდევ უფრო სასიამოვნო საყურებელი იქნება და გოლებსაც გავიტანთ.მგონია ასეთი სასტარტო იქნება:
    ——-შტეგენი
    დესტი–პიკე–გარსია–ალბა
    ფრენკი–ბუსი–ნიკო
    დემირი(ელზალზული)–დეპაი–გავი

  • barcaforever
    schedule 27 ნოე 2021, 11:50

    "ხერარდ მორენოს თამაშია კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა 29 წლის შემტევს წელს გუნდში ისეთი მნიშვნელობა ნამდვილად აღარ აქვს, როგორც წინა სეზონში ჰქონდა." ეს ძაან არასწორი მითითებაა ავტორ, წელს რო არ თამაშობს სწორედ ტრავმების ბრალია და არა იმის რო თამაშს მოუკლო. თორე უდიდესი დანაკლისია ვილიარეალისთვის. ეგ რო წელს თამაშობდეს ასე დაბალ პოზიციაზე არ იქნებოდნენ ახლა ლალიგაში

  • me da barca
    schedule 25 აპრ 2021, 16:55

    თვალწინ მიდგას ემერის სიფათი, როცა მეექვსე გოლი გაუტანა ბარსამ პსჟ-ს. იგივე სიფათი მინდა დღესაც ვნახო. ის კეხიანი ცხვირი ნიკაპთან უნდა ქონდეს.

  • რივალდო-მესი
    schedule 25 აპრ 2021, 16:36

    ამ ბოლო ტურებში გამოჩნდები ამ გუნდს და მწვრთნელს აქვს კვერცხები თუ არა. სულ მცირე ატლეტიკომდე მოსაგებია ყველა თამაში. აი ატლეტიკოსთან ჩემი აზრით ფრეც გვეყოფა. ხოლო თუ სახლში წავაგეთ სიმიონეს გუნდთან მაშინ გულდასაწყვეტიც არაფერი იქნება. არ ვიქმებით ჩემპიონების ღირსი და ეგაა. ეგ მარტო რეალს შეუძლია ცუდ ფორმაში მოიგოს თასები ( სხვა და სხვა მიზეზების გამო) ხოლო ჩვენ რაც მე
    ფეხბურთს ვუყურებ ( კი არის 22 წელი უკვე) თუ რამეს ვიგებთ ვიგებთ მაშინ როცა ძალიან მაგრად ვთამაშობთ. სამწუხაროდ ასეა. სწორედ ამიტომაა ეს ეს ჩათლახი გუნდი სამეფო. მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა🙂

  • nika 54
    schedule 25 აპრ 2021, 13:32

    აღარაფრით წაგება არ შეიძლება, უნდა დადონ თავი მოედანზე. ჩემპიონობის მშვენიერი შანსი გვაქვს და ამ შანსის არ გამოყენება არ იქნება.

  • El pistolero 9
    schedule 25 აპრ 2021, 13:10

    მოსაგები თამაშია და რეალს გავასწრებთ 3 ქულით გამოტოვებული თამაშიც უნდა მოვიგოთ

  • გოგიბერიძე
    schedule 25 აპრ 2021, 11:28

    ციტატა: Griezzy7
    ბიჭებო ეს ბილეთი დავწერე და რას ფიქრობთ?

    1.ვილიარეალი – ბარსელონა (გრიზის გოლი)
    2.ბილბაო – ატლეტიკო (X2)
    3.ლიდსი – იუნაიტედი (2)
    4.სიტი – ტოტენჰემი (1)
    5.ინტერი – ვერონა (ლუკაკუს გოლი)
    6.ფიორენტინა – იუვე (კი)
    7.ლიონი – ლილი (კი)


    სიტიმ შესაძლოა ვერ მოიგოს. უჩლ აქვთ და ჩემპიონატშიც წინ არიან და ალბათ გვარდი გადაახალისებს. ფეხბურთელის გოლები კიდე ძაან რთული საპროგნოზო არის თუ ლევანდოვსკიზე არ წერ 😀. წარმატებები ბილეთში 🙂

  • nikusha
    schedule 04 ივლ 2020, 23:14

    ციტატა: barcelona87
    ბარსამ აი ეს ფეხბურთელები უნდა გაყიდოს,დიდი გადაიარაღება უნდა მოხდეს.ჟუან მირანდა -10 მლნ. ემერსონი -25 მლნ.კარლეს ალენია -20 მლნ.რაფინია ალკანტარა 15 მლნ.კარლეს პერესი 15 მლნ.აბელ რუისი 5 მლნ.სამუელ უმტიტი -60 მლნ.არტურო ვიდალი 20 მლნ.მარტინ ბრეიტვეიტი -25 მლნ.ნორბერტო ნეტო 20 მლნ.ივან რაკიტიჩი 30 მლნ.ჟორდი ალბა 60 მლნ.ანტუან გრიზმანი -100 მლნ.ლუის სუარესი(მოვიდა სუას წასვლის დრო)-60-70 მლნ.სერხი რობერტო -50 მლნ.ამ ფასებად უნდა გაასაღოს ესენი,გაბერილი ფასები არაა მგონი,კარგად რო იყოჩაღონ და ნორმალურ ფასებად გაყიდონ ეს ფასები მიღწევასდია. რაც მთლიანობაში 515 მლნ შემოსავალია.აკადემიიდან რიკი პუჩი,ალეხ კოლიადო,სერხიო აკიემე(ეს ძაან მომექწონა,ცოტა დახვერწა ესაჭიროება,ტრენერი უნდა,და მაღალ საფეხურზე ავა,მშიშარა არ არის,კაცის მოტყუებაზე ლაღად მიდის,)ინიაკი პენია,რონალდ არაუხო,ესენი დაწინაურდნენ,რაც შეეხება იჯარებს,მ\ჟან-კლერ ტოდიბო,მუსა ვაგე,ორიოლ ბუსკეტსი რო დაბრუდნეს მგონი ჯობია,კოუტინიოს უნდა მიეცეს 1 შანსი,


    ალენიას ყიდი უნიჭო პუჩს ტოვებს? ვაი ზოგიერთის აზროვნებას თან 20 მლნ კაპიკების ფასად ვაიჰ

  • M10 S9 D11
    schedule 04 ივლ 2020, 22:45

    ციტატა: barcelona87
    ბარსამ აი ეს ფეხბურთელები უნდა გაყიდოს,დიდი გადაიარაღება უნდა მოხდეს.ჟუან მირანდა -10 მლნ. ემერსონი -25 მლნ.კარლეს ალენია -20 მლნ.რაფინია ალკანტარა 15 მლნ.კარლეს პერესი 15 მლნ.აბელ რუისი 5 მლნ.სამუელ უმტიტი -60 მლნ.არტურო ვიდალი 20 მლნ.მარტინ ბრეიტვეიტი -25 მლნ.ნორბერტო ნეტო 20 მლნ.ივან რაკიტიჩი 30 მლნ.ჟორდი ალბა 60 მლნ.ანტუან გრიზმანი -100 მლნ.ლუის სუარესი(მოვიდა სუას წასვლის დრო)-60-70 მლნ.სერხი რობერტო -50 მლნ.ამ ფასებად უნდა გაასაღოს ესენი,გაბერილი ფასები არაა მგონი,კარგად რო იყოჩაღონ და ნორმალურ ფასებად გაყიდონ ეს ფასები მიღწევასდია. რაც მთლიანობაში 515 მლნ შემოსავალია.აკადემიიდან რიკი პუჩი,ალეხ კოლიადო,სერხიო აკიემე(ეს ძაან მომექწონა,ცოტა დახვერწა ესაჭიროება,ტრენერი უნდა,და მაღალ საფეხურზე ავა,მშიშარა არ არის,კაცის მოტყუებაზე ლაღად მიდის,)ინიაკი პენია,რონალდ არაუხო,ესენი დაწინაურდნენ,რაც შეეხება იჯარებს,მ\ჟან-კლერ ტოდიბო,მუსა ვაგე,ორიოლ ბუსკეტსი რო დაბრუდნეს მგონი ჯობია,კოუტინიოს უნდა მიეცეს 1 შანსი,


    ალბას და სუარესს რო უშვებ სტრაიკერად და მარცხენა მცველად ვინ მოგყავს გაყიდო კაია ჯერ შესაფერი შემცვლელები მოიყვანონ მერე კიდე ამდენ ხალხ რპ უშვებ თუნდაც ალბას და სუარესს ზამენაზე ვის ტოვებ? თუ ზამენა არ გვინდა? არც სუარესია გასაშვები და არც ალბა გრიზმანი ნეიმარში თუ გაიცვლება თუ არადა არც მაგას უნდა ახლონ ხელი

  • ousmane dembele 11
    schedule 04 ივლ 2020, 22:42

    ეს წავაგოთ და იქნებ გააგდონ და დავისვენებთ

  • barcelona87
    schedule 04 ივლ 2020, 22:26

    ბარსამ აი ეს ფეხბურთელები უნდა გაყიდოს,დიდი გადაიარაღება უნდა მოხდეს.ჟუან მირანდა -10 მლნ. ემერსონი -25 მლნ.კარლეს ალენია -20 მლნ.რაფინია ალკანტარა 15 მლნ.კარლეს პერესი 15 მლნ.აბელ რუისი 5 მლნ.სამუელ უმტიტი -60 მლნ.არტურო ვიდალი 20 მლნ.მარტინ ბრეიტვეიტი -25 მლნ.ნორბერტო ნეტო 20 მლნ.ივან რაკიტიჩი 30 მლნ.ჟორდი ალბა 60 მლნ.ანტუან გრიზმანი -100 მლნ.ლუის სუარესი(მოვიდა სუას წასვლის დრო)-60-70 მლნ.სერხი რობერტო -50 მლნ.ამ ფასებად უნდა გაასაღოს ესენი,გაბერილი ფასები არაა მგონი,კარგად რო იყოჩაღონ და ნორმალურ ფასებად გაყიდონ ეს ფასები მიღწევასდია. რაც მთლიანობაში 515 მლნ შემოსავალია.აკადემიიდან რიკი პუჩი,ალეხ კოლიადო,სერხიო აკიემე(ეს ძაან მომექწონა,ცოტა დახვერწა ესაჭიროება,ტრენერი უნდა,და მაღალ საფეხურზე ავა,მშიშარა არ არის,კაცის მოტყუებაზე ლაღად მიდის,)ინიაკი პენია,რონალდ არაუხო,ესენი დაწინაურდნენ,რაც შეეხება იჯარებს,მ\ჟან-კლერ ტოდიბო,მუსა ვაგე,ორიოლ ბუსკეტსი რო დაბრუდნეს მგონი ჯობია,კოუტინიოს უნდა მიეცეს 1 შანსი,

  • .Gladiator.
    schedule 04 ივლ 2020, 21:32

    წავაგოთ
    არ მეწყინება

  • ousmane dembele 11
    schedule 04 ივლ 2020, 21:30

    დემბელეს გარდა არითამაშებენ დე იონგი და დემებელე 🙂 ადმინ დაუკვირდი რას წერ

  • M10 S9 D11
    schedule 04 ივლ 2020, 20:20

    ოღონდ აი ამ სიკო ფერის ფორმით არ გამოვიდეს გუნდი რაა ჩვეულებრივი პირველი ფორმა ჩაიცვან