მადრიდის “ატლეტიკოს” ინგლისელმა მცველმა, კირან ტრიპიერმა, ლა ლიგის 33-ე ტურში, “ბარსელონასთან” დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა.
“ბარსელონა” შესანიშნავი გუნდია, მიმდინარე სეზონში ჩვენ მათ უკვე ორჯერ შევხვდით. საჭიროა კარგად მოვემზადოთ და აღდგენითი პროცესი წარმატებით გავიაროთ, რადგან მატჩამდე მხოლოდ ორი დღე დარჩა. ამ შეხვედრას მოუთმენლად ველოდები, “ატლეტიკო” სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.” – ტრიპიერის სიტყვებს Marca ციტირებს.




10 წელია ლა ლიგაში 3 ქულა არ აგიღიათ ბარსასთან და რაღა ეხლა მოგინდათ?