ფრანგმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, ფრენკ ლებოიფმა, საფრანგეთის ნაკრებში გრიზმანის მარსიალით ჩანაცვლების შესაძლებლობა განიხილა.
ESPN-თან საუბრისას მან განაცხადა:
“მართალია, რომ გრიზმანის ამჟამინდელი პრობლემებისა და ჟირუს ასაკის გამო, მარსიალს ნაკრების შემადგენლობაში გზა გაეხსნება.”
ანტუანი უგოლოდ მოედანს უკვე 7 თამაშია ტოვებს, რაც მის კარიერაში ბოლო 6 წლის განმავლობაში, ყველაზე ცუდი შედეგია.
უკანასკნელად მან მეტოქის კარი “ნაპოლისთან” საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაში დალაშქრა.
რაც შეეხება მის ბოლო ასისტს, გრიზმანმა საგოლე გადაცემის გაკეთება ჯერ კიდევ ერნესტო ვალვერდეს დროს, 7 დეკემბერს, “მალიორკასთან” მოახერხა.
29 წლის ფეხბურთელი “ბარსამ” “ატლეტიკოდან” 120 მილიონ ევროდ შეიძინა, ფრანგს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მატჩი აქვს გამოტოვებული. მის ანგარიშზე 14 გოლი და 4 ასისტია.

გრიზი ზე კლასია და მას ვერავინ ამოაგდებს საფრანგეთიდან.
გრიზმანი ჩამჯდარია ნაკრებში ძნელი იქნება მისი ამოგდება ნაკრებში
რა დონის დებილო უნდა იყო გრიზმანი რო ვერ გამოიყენო ორი ტრენერი გამოიცვალა და ორივემ არასწორად გამოიყენა
პ.ს. მარსიალი მაგრად დახატავდა ბარსას
დაუნგრიეს კარიერააა წავიდეს ნეტავ სადმე … ჩვენზე უკეთეს სიტუაციაში კოუს ბედი ელის ამასაც.