UEFA-მ გაწელილი საფეხბურთო სეზონის შესაბამისი სატრანსფერო ფანჯრის დადგენილება და რეკომენდაციები უკვე შეიმუშავა.
ევროპის საფეხბურთო ასოციაციამ სატრანსფერო ფანჯრის საბოლოო თარიღად 5 ოქტომბერი დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი რიცხვი ოფიციალურად არ დადასტურებულა, დიდი ალბათობით, ის შიდა ჩემპიონატების დასასრულს დაემთხვევა.
UEFA-ს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:
“2020-21 წლების საკლუბო ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებისთვის, მოთამაშეთა რეგისტრაცია ჯგუფური ეტაპებისთვის 6 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი.”
“UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა, მისი წევრი კლუბების ერთობლივი თანხმობის შემდეგ, სატრანსფერო ფანჯრის დედლაინად 5 ოქტომბერი გამოაცხადა.”
აქედან გამომდინარე, “ბარსელონას” კიდევ ორი თვე ექნება, რათა სატრანსფერო მოლაპარაკებები თავისთვის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. “ბლაუგრანასთვის” საბედნიეროდ, UEFA-მ ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად კლუბებს კიდევ ერთი თვე მისცა და ის 30 ივნისის ნაცვლად, 31 ივლისს დასრულდება.



