ტიერი ანრის მიერ ფეხბურთის აღქმა, სულ სხვა დონეზე ავიდა მას შემდეგ, რაც “ბარსელონაში” გადაბარგდა.
“ბარსაში” გადასვლამდე, ლეგენდარული “არსენალის” ღირსებას იცავდა, სადაც არსენ ვენგერთან მოუწია მუშაობა, მანამდე ტიერი “იუვენტუსში” იყო, მარჩელო ლიპის ხელმძღვანელობით, თუმცა, იტალიელმა ვერაფერი გაუგო და უთხრა, კარგი სიმაღლე გაქვს, წადი კალათბურთი ითამაშეო.
“როდესაც “ბარსაში” გადმოვედი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მათ შორის ისეთ კომპონენტში, სადაც მეგონა, რომ უკვე ყველაფერი ვიცოდი,” – თქვა ანრიმ UEFA.com – თან ინტერვიუში.
“ბარსამ” ჩემი დეპროგრამირება მოახდინა, უამრავ რამეს, ახლებურად შევხედე, ეს განსაკუთრებული კლუბი იყო.”
ანრი უკვე ლეგენდა იყო, როცა “ბარსაში” გადაბარგდა. ის დღემდე ითვლება პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.
“ახალი გამოწვევის მიღება მსურდა, როგორც საკლუბო, ისე ინდივიდუალურ დონეზე. წარმოიდგინეთ, როცა “ბარსაში” გადმოვედი, მარცხნივ რონალდინიო თამაშობდა, ცენტრში ეტო’ო და მარჯვნივ ლიონელ მესი, ჩემთვის არავის უთქვამს, რომ თამაში მომიწევდა.”




ეს სტატია უკვე იდო. ანრის რაც შეეხება მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა და ჩემთვის 21 საუკუნეში საუკეთესო ფორვარდი
arsenalshi mainc sul sxva iyavi ze done
ლეგენდა ხარ ანრი შენებური სტილით