თანამედროვე ფეხბურთში ძველ დროსთან შედარებით ბევრი რამ გვაკლია. განსაკუთრებით კი ის სათამაშო ვნება, რომლებიც წინა თაობის ფეხბურთელებს გააჩნდათ.
ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი “ბარსელონას” კაპიტანი, კარლეს პუიოლი, იყო.
ლეგენდარული “ბლაუგრანელი” საფეხბურთო მოედანზე უშიშარი, გუნდის მუდმივი მოტივატორი და კაპიტნის ნამდვილი ეტალონი იყო. ამის დასადასტურებლად ბევრი ეპიზოდის გახსენება შეგვიძლია, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი კარლესმა სწორედ თავის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა.
“დღეს ეს ვიდეო ვიპოვე, აქამდე ეს მომენტი ამ რაკურსით არ მინახავს… რობერტო, კინაღამ თავი მომაგლიჯე, მეგობარო,” ასე დაასათაურა კარლესმა ის ეპიზოდი, როდესაც რობერტო კარლოსის დარტყმული მან კარის ხაზიდან გამოიტანა.
ალბათ, ცოტა ფეხბურთელი თუ გაგახსენდებათ, რომელიც ცარიელი კარის ხაზზე დგას და რობერტო კარლოსის მარცხენა ფეხით დარტყმულს ელოდება, რათა თავით მოიგერიოს.
![რობერტო, კინაღამ თავი მომაგლიჯე: კარლეს პუიოლმა “ელ კლასიკოს” ერთ-ერთი მომენტი გაიხსენა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2020/06/1591902474_puiol.jpg)


შახტიორთან მახსოვს, კარი ცარიელი იყო და თავდამსხმელის დარტყმული, ნახტომში მკერდით მოიგერია.
სუიციდზე წავიდა მასტი 😂😂😂
ჯონსმა რომ თავი შეუყო ჟირუს ეგ გამახსენდა. მარა ჯონსმა ღლეობა ქნა ამან კიდე გუნდი გადაარჩინა 🤣
სღ პუიოლ ეს რა კაი რამე ქენი. ისე ლენგლე რაღაცით ამას ჰგავს ბოლომდე იხარჯება და შეუძLია თავისი ორგანოები დატოვოს კამპ ნოუზე