“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი, ჟორდი კარდონერი, ადასტურებს, რომ “კამპ ნოუს” სახელწოდებაზე უფლებები ერთზე მეტი სეზონით გასხვისდება.
აქამდე ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, სახელწოდებაზე ხელშეკრულება მხოლოდ ერთი წლით იქნებოდა დადებული და გარიგებისგან მიღებული თანხა სრულად კორონავირუსთან ბრძოლისთვის დაიხარჯებოდა. თუმცა კარდონერის განცხადების მიხედვით, გარიგება უფრო გრძელვადიანი იქნება და შემოსავალი მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებს არ მოხმარდება.
“ხელშეკრულება რამდენიმე სეზონით დაიდება. ჩვენ გვინდა, პირველ სეზონში სახელწოდებაზე უფლებები მთლიანად კორონავირუსის მიერ გამოწვეული შედეგების შემსუბუქებასა და მასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს მოხმარდეს. დარჩენილ სეზონებში თანხის გარკვეული ნაწილი, “ბარსელონას” ფონდის მეშვეობით, საზოგადოებრივი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
ვიმედოვნებთ, რომ სპონსორთან ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ფონდს მნიშვნელოვნად დავეხმარებით”.
კარდონერის თქმით, რამდენიმე სავარაუდო სპონსორთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
მსოფლიოს არაერთმა კომპანიამ გამოხატა თანამშრომლობის ინტერესი. რამდენიმე კომპანიასთან დიალოგი გავმართეთ და მათგან 6-7 კომპანიის შემოთავაზება სერიოზულ ჭრილში განიხილება. გამომდინარე საკითხის სენსიტიურობიდან, საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობთ”, – კარდონერმა ეს განცხადება იმ კვლევის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელიც “ბარსელონას” ფონდმა 500 000 ევროთი დააფინანსა.
რამდენიმე კვირის წინ, კარდონერმა თქვა, რომ შესაძლოა, სპონსორს “კამპ ნოუს” სახელწოდებაზე უფლებები 25 წლით გადაეცეს.
ვაი თქვენს პატრონს!
დაარქმევენ ახლა თოღრულ ფაჩახ ბეის და მერე უნდა მოიტეხო ენა. თურანი დააბრუნეთ და კაპიტნის სამკლაური მიეცით ბარემ
რა 25 წლით, ამათ ხომ არ აჟრიალებთ. ნუთუ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება. ბართო შენ უნდა სუნთქავდე და კრუიფი მიწაში იწვეს? ფუი შენი დ…