workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კაფუ: მესი და რონალდუ დიდებულები არიან, თუმცა ნეიმარს ყველაფერი აქვს, რათა საუკეთესო გახდეს

კაფუ: მესი და რონალდუ დიდებულები არიან, თუმცა ნეიმარს ყველაფერი აქვს, რათა საუკეთესო გახდეს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექს-მოთამაშე, ლეგენდარული კაფუ, FIFA-სთან ინტერვიუში ლიონელ მესიზე, კრიშტიანუ რონალდუსა და ნეიმარზე საუბრობს. 

“როდესაც კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ვახსენებთ, საუბარია მსოფლიო ფეხბურთის ორ მთავარ ძალაზე. ისინი მოწოდების სიმაღლეზე 15 წლის მანძილზე იმყოფებოდნენ. 

ერთმა “ოქროს ბურთის” 6 ჯილდო მიიღო, მეორემ კი 5. ჩემი აზრით, მათ შორის არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია, ორივე დიდებული მოთამაშე გახლავთ. 

ვის შეუძლია გახდეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე? ნეიმარს. მას ყველაფერი გააჩნია, რათა პლანეტის საუკეთესოს წოდება მოიპოვოს.” – განაცხადა კაფუმ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • barcelonafanlasha
    schedule 09 ივნ 2020, 12:15

    მაგის საუკეთესოდ გახდომა წარსულს ჩაბარდა

  • Messiah
    schedule 08 ივნ 2020, 17:33

    შემდეგი საუკეთესო მბაპე იქნება .. და თან ძალიან დიდი ხნით

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 08 ივნ 2020, 14:36

    რაღა დროს ნეია? უკვე გაფლანგა საოქროსბურთე წლები.

  • Iniesta_8
    schedule 08 ივნ 2020, 14:12

    რომელი ბრაზილიელი გინახავთ 28 წლის მერე რომ მოემატებინოს თამაშისთვის? ნეიმარმა უკვე გაფლანგა კარიერის საუკეთესო წლები და ჯობია ვაბშე შეეშვან მაგ კლოუნს

  • M10 S9 D11
    schedule 08 ივნ 2020, 13:42

    დარჩენილიყო ბარსაში და იქნებოდა მაგ ორის მერე საუკეთესო მბაპეს ჩრდილიდან ვერ გამოვიდა მასტი

  • Anssumane
    schedule 08 ივნ 2020, 13:08

    ლაუტაროზე შესვენებაა ნეიმარზე დეიწყოოო
    ეჰ კაფუ იმედია მასეც მოხდება ოღონდ აქ და არა პსჟში