workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონაში” თამაში მირალემ პიანიჩის ოცნებაა – ადის იუნუზოვიჩი

“ბარსელონაში” თამაში მირალემ პიანიჩის ოცნებაა – ადის იუნუზოვიჩი

მირალემ პიანიჩის საუკეთესო მეგობარი, ადის იუნუზოვიჩი Sport-ისთვის ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში ბოსნიელზე საუბრობს და აცხადებს, რომ ფეხბურთელის ოცნება კატალონიის “ბარსელონაში” თამაშია.

“მირალემს ექსტრაორდინალური ტექნიკური მონაცემები აქვს, რომელიც, ბურთთან რამდენიმე შეხებითა და მის სწორი პასებით, თამაშის ტემპს სწრაფად წარმართავს. ის ისეთ სივრცეებს ხედავს, რომლებსაც სხვები ვერც წარმოიდგენენ, ამის შემდეგ კი თანაგუნდელებს სრულყოფილი გადაცემებით და ასისტებით ამარაგებს. ასევე, პიანიჩის საჯარიმო დარტყმების შესრულების უნარი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც შესანიშნავად გამოსდის და წარმოუდგენელი გოლების გატანა შეუძლია.

ბოსნიელი პროფესიონალი, შრომისმოყვარე და ინტელექტუალური ფეხბურთელია. იგი თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს ძალიან უყვართ, რადგან მოედანზე ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება. ამ ყველაფრის ფონზე, მირალემმა ფეხბურთის უმაღლეს დონეს მიაღწია.

პიანიჩს მე-8 ნომრის პოზიციაზე ვხედავ, თუმცა “იუვენტუსში” იგი მაურიციო სარის ნებისმიერ დავალებას ასრულებს. ეს ყველაფერი ნათელს ხდის, რომ ჩვენ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველზე ვსაუბრობთ.

ბოსნიელმა იტალიაში დიდი გზა განვლო და ახლა მას შეუძლია, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან ნებისმიერში ითამაშოს. მირალემი ბოსნიის ნაკრების ლიდერია და სერია A-ში ყველაფერი მოიგო. ის, სეზონიდან სეზონამდე, თავისი შესაძლებლობებისა და ტალანტის დემონსტრირებას ახდენს. პიანიჩი “რომაში” კარგად ასპარეზობდა და გამორჩეული ფიგურა იყო, განსკუთრებით აღფრთოვანებული კი ტურინში გადასვლის შემდეგ გავხდი. მას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება აკლია.

არის თუ არა “ბარსას” ინტერესი სიურპრიზი? არანაირად. ალბათ, არ უნდა მეთქვა, მაგრამ კატალონიურ გრანდში თამაში ყოველთვის პიანიჩის ოცნება გახლდათ. ის “ბლაუგრანას” თამაშებს არ ტოვებს, რადგან ამ გუნდზე უაღრესად შეყვარებულია და კლუბის ფილოსოფიითა და სტილით აღფრთოვანებულია. მირალემს მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში სათამაშოდ საჭირო დონე გააჩნია.

“რეალის” მიმართ სიმპათიები? მხოლოდ იმის თქმა შეიძლია, რომ ბოსნიელს ზინედინ ზიდანი მოსწონდა. სხვა მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ მას “ბარსელონას” დნმ ხიბლავს.

ვიფქრობ, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ინტერესის მიღება პრობლემა არ იქნება, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება. დარწმუნებული ვარ, პიანიჩი “ბებერი ქალბატონის” რიგებში გატარებული დროის მანძილზე 100%-ით პროფესიონალურად მოიქცევა. არ ვიცი, ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს შეიცვლის თუ არა, მაგრამ გეტყვით, რომ სხვაგან გადაბარგებამდე, “ბიანკონერის” შემადგენლობაში ყველა ტუტულის მოსაგებად იბრძოლებს და მის შესანიშნავ თანაგუნდელებთან წარმატებით თამაშს განაგრძობს”.

შეგახსენებთ, მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 30 წლის შუახაზელი, ლაუტარო მარტინესთან და ნეიმართან ერთად, “ბარსელონას” ერთ-ერთი სამიზნე იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში