ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია, ყოველ შემთხვევაში, პრესაში აქამდე ასე იწერებოდა, ამბობდნენ, რომ “ბარსა” და “ინტერი” ბოლო დეტალებს აგვარებდნენ, ახლა კი საქმეში მადრიდის “რეალი” ჩაერთო, – ავრცელებს Sky Italia.
არგენტინელმა არაერთხელ განაცხადა, რომ “ბარსაში” სურს თამაში და ლიონელ მესიც ელოდება, მაგრამ ფლორენტინო პერესთან ხუმრობა არ ღირს. ტრანსფერების ნათლიმამას, ყოველთვის შეუძლია ისეთი შეთავაზების გაკეთება, რაზეც უარს ვერ იტყვი.
“რეალს” გარკვეული უპირატესობა აქვს და უნდა ითქვას, რომ “ინტერს” მათთან მოლაპარაკლება უფრო აწყობს, რადგან, ლაუტაროს ტრანსფერში მითითებულია 111 მილიონი ევრო, რომლის გადახდაც პერესს უპრობლემოდ შეუძლია, “ბარსა” კი ივლისის შუა რიცხვებამდე ლოდინს ამჯობინებს, როცა ეს პუნქტი კონტრაქტიდან ამოვარდება და ლაუტაროს ფასს, ახალი სატრანსფერო ბაზარი დაადგენს, გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ფასი, გაცილებით დაბალი იქნება.
ლაუტაროს “ბარსაში” ურჩევნია, მაგრამ “ინტერს” “რეალის” შეთავაზება უფრო ხიბლავს, აი აქ იწყება ახალი საპნის ოპერა.
MD საინტერესო თეორიას ავრცელებს. “რეალის” მთავარი სამიზნე მბაპე იქნება, ცხრიანის პოზიციაზე კი ჰოლანდზე გააკეთებს აქცენტს, მაგრამ ლაუტაროს ტრანსფერზე იქამდე იაქტიურებს, სანამ “ბარსა” ნერვიულობას არ დაიწყებს და 111 მილიონ ევროს არ დახარჯავს, – ასეთია “რეალის” ტაქტიკა. თუ “ბარსამ” მართლა გადაიხადა ლაუტაროში 111 მილიონი ევრო, კრიზისის ფონზე, სხვა ვარსკვლავის შეძენა შეუძლებელი იქნება, სხვაში კი, რა თქმა უნდა, ნეიმარი იგულისხმება.




100%
არ მესმის ამდ3ნი ცენტრ ფორვარდი რა ჯანდაბად გვინდა მეც არ მესმის… თუ ნეიმარს ვერ ყიდულობენ .. იყიდონ სანჩო ან სანე… ან კიდევ ვინმე სწრაფი გარემარბი ინტელექტით…
აუ წაიყვანოს რაა ნეტა ვიცოდე რეალს რაში სჭირდება ეს ბარსაზე ხო ლაპარაკი არ მაქვს
100%
ლაუტარო ნამდვილად არ არის ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს მისი მოსვლის შემთხვევაში 120 მილიონიან გრიზმანს სკამზე დასვამენ? თუ ფლანგზე გადაწევენ? დავუშვათ, წავიდა სუარესი (და ასეც უნდა მოხდეს აწი) ფლანგზე თამაშის დროს არაეფექტურია გრიზმანიც და ლაუტაროც. მოკლედ ამ გუდნს ახლა ყველაზე მეტად კარგი გარემარბი სჭირდება. აბა დემბელეს იმედზე მტერი იყოს.
პერესს რააა…————–! 🤒
წაიყვანეთ გთხოვთ დაა ორი თვე რეალს აღარ შევაგინებ
ბოლო ვარიანტი რო თურმე რეალს ნდომებია ბარსა შეაშინოს და გადაახდევინოს 111 და მერე კრიზისი და ჰაი ჰუი და აუაუ😂😂😂ვინ იგონებს მსგავს სისულელეებს
მართალი ხარ ვკითხულობდი სტატიას და მეცინებიდა სისულელე დიდი
ნელა ქენი არ გააქანო არ გადმოცვივდენ 😂 🤣 🤣 😂
შამოახტნენ
იოვიჩს უნდოდა იქ და ვერაფერს ვიზამდით ლაუტაროს პირიქით აქ უნდა და მესის ფაქტორიც ასე რო ან ეს მორიგი ჭორია ან ასეც როიყოს პერესს არაფერი გამოუვა რადგან როგორც იკარდიმ დაკარგა ნაკრებში ადგილი (ნუ მიზეზი სხვა იყო) იგივე ბედს გაიზიარებს ლაუტაროც და არამგონია ბოლო წამს უღალატოს მესის რავი ვნახოთ უფრო მგონია რო რეალი ჰოლანდზე ჩალიჩობს და ეს ქართული ოცნების მორიგი დაპირებაა
იოვიჩი ხო დააბწნილეს
შეეშვან ამას