workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“არსენალს” რაფინია სურს

“არსენალს” რაფინია სურს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რაფინია “მეთოფეების” რადარებზე გამოჩნდა.

წყაროს ცნობით, ფიანსური რესურსის შესავსებად, “ბარსელონა” ლიონელ მესისა და მარკ ანდრე ტერ-შტეგენის გარდა, სხვა ყველა ფეხბურთელის გაყიდვაზეა წამსვლელი.

“ლა მასიას” აღზრდილი რაფინიას შეძენით კი ჩრდილო-ლონდონელები არიან დაინტერესებულნი. ამჟამად ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი “სელტაშია” განათხოვრებული, სადაც მან 19 შეხვედრაში საწყისი თერთმეტეულიდან დაიწყო თამაში და 2-2 გოლი და ასისტი მიითვალა.

რაფინია საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთელია. რომ არა მისი ტრავმების მიმართ მიდრეკილება, შესაძლოა, კატალონიურ კლუბში წარმატებული კარიერაც ჰქონოდა. “ბლაუგრანას” შემადგენლობაში მან 12 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მის კონტრაქტს ვადა 2021 წელს გასდის და ამ ზაფხულში წამსვლელთა კანდიდატებს შორის ერთ-ერთი უპირველესია. ბრაზილიელის სატრანსფერო ფასად 13 მილიონი ევრო სახელდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 31 მაი 2020, 09:39

    გაატანეთ დაუფიქრებლად

  • barsamesia
    schedule 31 მაი 2020, 01:24

    მეც მგონია, რომ რაფინიამ თუ მოიშორა ტრამვიანობა, თუ დაიბრუნა საკთარი თავის რჭმენა და თუ ცოტა იღბალმაც გაუღიმა, შეუძლია წარმატებული გახდეს. მეც ვფიქრობ მისთვის არსენალში სჯობია, თუმცა უკეთესი იქნებოდა ვენგერის არსენალი ყოფილიყო, მაგრამ მაინც, რა ვიცი, უკვე ასაკშიც შედის და მინდა 2-3 წელი მაინც ითამაშოს მაღალ დონეზე, მოკლედ, სადაც წავა, წარმატებები!

  • Iniesta_8
    schedule 31 მაი 2020, 01:07

    გაატანეთ ეგრევე. უფასოდაც გავუშვებდი ამას