ვიქტორ ვალდესი კატალონიური კლუბის, “ორტას”, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად დაინიშნა. ამის შესახებ თავად კლუბის ტვიტერის გვერდზეც დაიწერა.
შეხვედრა დღეს, გავაში, გაიმართა, სადაც ერთმანეთს ვიქტორ ვალდესი და “ორტას” პრეზიდენტი, პაკო კარამონი, შეხვდნენ.
“ძალიან აღელვებული ვარ, რადგანაც კატალონიური საფეხბურთო გუნდის გაწვრთნა შემიძლია. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ახალ დონეზე თავს კარგად წარმოვაჩენ,” ციტირებს ვალდესის სიტყვებს MD.
ვიქტორმა ეს სეზონი “ბარსელონას” ახალგაზრდული A გუნდის მწვრთნელად დაიწყო, თუმცა კლუბის მენეჯმენტთან და უფროსობასთან უთანხმოების გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია.
“ბარსას” ყოფილი მეკარის სამწვრთნელო კარიერაში ეს მესამე პოზიციაა, სადაც გამოცდილება ექნება მიღებული. “ორტასა” “ბლაუგრანას” ახალგაზრდული გუნდის გარდა, ის მადრიდულ “მორატალზშიც” მუშაობდა.


წარმატებები ვიქტორ
ეს და პინტო 💚