“ბარსელონამ” ევროპული თასის (ჩემპიონთა ლიგა) ფინალურ ფაზაში 8-ჯერ ითამაშა, უფრო მეტი მაჩვენებლები მხოლოდ “რეალს” (16), “მილანს” (11), “ბაიერნს” (10), “იუვენტუსსა” და “ლივერპულს” (9) აქვთ, თუმცა ჩვენ ვუთანაბრდებით “ბაიერნს” (5 ტიტული) ჩვენზე უკეთესი შედეგი კი მხოლოდ 3 გუნდს აქვს.
1992: პირველი ევროპული გვირგვინი
“ბენფიკასთან” (ბერნი 1961) და “სტიაუასთან” (სევილია 1986) განცდილი მარცხების შემდეგ, იოჰან კრუიფის ხელმძღვანელობით და რონალდ კუმანის გმირობის დამსახურებით, “ბარსელონა” ნანატრ ჩემპიონთა ლიგის თასს პირველად იგებს. “ბლაუგრანა” ლონდონში (“უემბლი”) “სამპდორიას” ამარცხებს.
2006: დიდება პარიზში
1994 წელს, ათენში, “მილანთან” მძიმე მარცხის შემდეგ, “ბარსელონას” მომდევნო ფინალში სათამაშოდ 12 წელიწადი დასჭირდა, 2006 წელი კი გარდამტეხი აღმოჩნდა. ფრანკ რაიკაარდის შეგირდები არსენ ვენგერის “არსენალს” დაძაბულ ორთაბრძოლაში სამუელ ეტო’ოსა და ჟულიანო ბელეტის გოლებით ამარცხებენ.
2009: რომი – ბლაუგრანაა
პირველ სეზონში, პეპ გვარდიოლა ისტორიას ტრიპლეტით იწყებს. “ბარსელონა” ფინალში მოქმედ ჩემპიონს, “მანჩესტერ იუნაიტედს” ამარცხებს და აღნიშნულ წელს ყველა შესაძლო ტიტულს იგებს. ანგარიშს კვლავ სამუელ ეტო’ო ხსნის, საბოლოო შედეგს კი ლეო მესი აფიქსირებს და “ბლაუგრანას” მესამე ჩემპიონთა ლიგას აგებინებს.
2011: კვლავ უემბლი
19 წლის შემდეგ, “ბარსელონა” ლონდონში ბრუნდება, თუმცა განახლებულ თანამედროვე სტადიონზე. რომის ფინალის მსგავსად, მეტოქე კვლავ ალექს ფერგიუსონი და “მანჩესტერ იუნაიტედია”, თუმცა კატალონიელები ასეთი ძლიერები არცერთ ფინალში არ ყოფილან. ანგარიში პედრო როდრიგესმა გახსნა, რომელსაც უეინ რუნიმ მალევე უპასუხა, მაგრამ მეორე ტაიმში “ბლაუგრანას” ზეიმზე ლიონელ მესიმ და დავიდ ვილიამ იზრუნეს. კარლეს პუიოლი კაპიტნის სამკლაურს ერიკ აბიდალს აძლევს, რათა ფრანგმა დამსახურებული ჯილდო აღმართოს.
2015: მეხუთე ბერლინში
“ბარსელონას” უკანასკნელი კონტინენტალური გამარჯვების შემოქმედი ლუის ენრიკე გახლდათ. “მანჩესტერ სიტის”, “პარის სენ-ჟერმენისა” და “ბაიერნის” დამარცხების შემდეგ, კატალონიელები ფინალში “იუვენტუსს” შეხვდნენ. ანგარიში რაკიტიჩმა გახსნა, თუმცა მორატამ თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც სუარესმა გუნდი წინ გაიყვანა, ნეიმარის გოლმა კი ტიტული “კამპ ნოუზე” დააბრუნა.
[quote=Messi_G.O.A.T.❤❤❤❤]იუვენტუსთან დამატებითი დრო არ ყოფილა, ძირითად დროში მოვიგეთ 3-1.
ხო მეც ეგრე მახსოვს მეორე ტაიმში გავუტანეთ 2 გოლი ბოლო გოლი კი ბოლო წუთებზე გავიდა.
რადრო იყო
იუვენტუსთან დამატებითი დრო არ ყოფილა, ძირითად დროში მოვიგეთ 3-1. ვალვერდეს "გმირობა" მაინც მიუღწეველია სხვა მწვრთვნელებისთვის.
შარშან როგორც გაატანეს თასი ლუზერებს ამ სლეებმა. რამდენჯერ უაზროდ გამოვარდნენ. არაა ბარსა ლიგის გუნდი, თორე მარტო გვარდიოლას 3-4 უნდა მოეგო