Bein Sports-თან ინტერვიუს დროს, კიკე სეტიენს ნეიმარის “კამპ ნოუზე” დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ჭორებზე ჰკითხეს. ესპანელმა მწვრთნელმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მღელვარება არ დამალა.
“ვისურვებდი, ერთ დღეს ნეიმარიც გამეწვრთნა. ისევე, როგორც სხვა მოთამაშეებზე, მის შემთხვევაშიც საუბარი მაღალი დონის ფეხბურთელზე გვაქვს.”
“საბედნიეროდ, ჩემი ერთ-ერთი ოცნება უკვე ახდა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან, ლეო მესისთან, მუშაობა მიწევს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.”
28 წლის ბრაზილიელის ტრანსფერი “ბარსას” შარშანაც სურდა, თუმცა, პსჟ-მა თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მიმდინარე სეზონში კი მისი დამატება კიდევ უფრო ნაკლებად მოსალოდნელია.
კლუბმა კორონავირუსული ეპიდემიის გამო ფინანსურად საკმაოდ იზარალა. ფეხბურთელებს ხელფასების შემცირებაც კი მოუწიათ, შესაბამისად, “ბლაუგრანას” ორი მეგა-ტრანსფერის გაჩარხვა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე არ გამოუვა.



მაგას ჩვენც კი ვისურვებდით მარააააა მაინც ვნახოთ რა მოხდება მომავალში
არასოდეს თქვა არასოდეს
ეხ ნეი ნეი
am neymarze chorebma da zogadad saubarma tvini shechama amas dideba ro ndomoda ar wavidoda im fulit savse sheixtan ,fuli unda amas marto fuli da ara fexburtis tamashi
რა გიყოთ ბაბუ ამათმა ლაუტაროო და ორივე ვერ გამოვა