ნეიმარმა სკანდალურად დატოვა კლუბი, უჩივლა სასამართლოში თანხის გამო, რომელსაც ის არ იმსახურებს, თუმცა კლუბმა მისი წასვლით მიღებული დანაკლისი ვერ ამოავსო. გსურთ მისი დაბრუნება სპორტული თვალსაზრისით, და არასპორტული ხედვით?

გსურთ ნეიმარის დაბრუნება სპორტული თუ არასპორტული თვალსაზრისით?
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.
ვფიქრობ, რომ სპორტული კუთხით ბარსას სტილია, თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით და პირველ რიგში, ფინანსური გაჭირვების ასეთ დროს, 180 მილიონის გადახდა ურთულესი საქმეა, თუ თავად დაამტკიცებს, რომ ბარსა უყვარს და შეცდომას აღიარებს, ასევე ხელფასზე და სხვა რაღაცეებზეც წამოვა კომპრომისზე, ჯანდაბას თვალის დახუჭვაც შეიძლება, ესეც იმიტომ, რომ მგონი ისევ მაგრად გამოადგება კლუბს.
არის ტრავმიანი,ხშირია უდისციპლინობა,ვფიქრობ გასახდელში არეულობას შემოიტანს,სკანდალით და სასამართლოებით რო არ წასულიყო კიდე შეიძლებოდა რაღაც,მაგრამ ისე ნაგლად დაითესა გუნდიდან რო თუ მართლა mes que un clubია ბარსა მაგას არც უნდა მოაყნოსინონ კამპ ნოუსთან.კიდე ახალგაზრდების განვითარებას შეაფერხებს.ფატი ტრინკაუ კოლიადო და დემბელეც ფლანგზე თამაშობენ.
სპორტული თვალსაზრისით ნეიმარზე უკეთესს ვერავის მოვიყვანთ მარა არასპორტული თვალსაზრისით უთავმოყვარეობის პიკია მაგის მოყვანა
მე თვითონ მგონია, რომ ამ საქციელების გამო არ უნდა დააბრუნონ, სპორტული ხედვით კი გვჭირდება, მაგრამ უკვე აღარაა ისე ახალგაზრდა, ძვირი ღირს, მაღალი ხელფასი აქვს და ტრავმიანია. მოკლედ მე არ მინდა ნეიმარის დაბრუნება.