workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესის ეპოქა დასრულდა?

ლუის სუარესის ეპოქა დასრულდა?

ლუის სუარესს ყოველთვის გაიხსენებენ, როგორც ერთ-ერთ ლეგენდარულ თავდამსხმელს, რომელსაც “ბარსელონაში” უთამაშია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მუდმივი არაფერია და ადრე თუ გვიან, “ელ პისტოლეროს” გუნდის დატოვება მოუწევს. მიუხედავად კრიტიკისა, ლუისი ტრავმის მიღებამდე კარგ ფორმაში იმყოფებოდა. ანტუან გრიზმანის გადმობარგებამ სუარესი უფრო აქტიური გახადა – ურუგვაელმა არაერთხელ განაცხადა, რომ კონკურენტის ყოლას მიესალმება და ეცდება, რომ მას დაეხმაროს. თუმცა, დაზიანებების მიღებისა და ასაკის მატებასთან ერთად, რთული სათქმელია, მომდევნო სეზონს რამდენად კარგ კონდიციებში შეხვდება. 33 წლის შემტევი მოედნის სიღრმეში იშვიათად ჩამოდის და მეტოქეზე პრესინგს ვერ ახერხებს, მაგრამ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ფიგურაა – ის “ბარსას” სტილსა და ლეო მესის იდეალურად ერგება. ამის გათვალისწინებით, “ელ პისტოლერომ” რა რეგრესიც არ უნდა განიცადოს, “ბარსას” მაინც გამოადგება. ზაფხულში მოყვანილ გრიზმანს კატალონიურ გრანდში ადაპტაცია ჯერჯერობით უჭირს და მესისთანაც იდეალური დუეტი ვერ შექმნა, თუმცა, ზლატან იბრაჰიმოვიჩისგან განსხვავებით, შესაძლოა, შეჩვევის პროცესი სწრაფი ტემპით წარიმართოს და არგენტინელს კარგად შეეწყოს. “ბლაუგრნას” ამჟამინდელი ფორმაცია ლიონელზეა დამოკიდებული, ამიტომაც ფეხბურთელი, რომელსაც მისთვის კომფორტის შექმნა შეუძლია, გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. ცნობილია, რომ “ელ პისტოლერო” გასვლით მატჩებში კარგად ვერ გამოიყურება და გოლების გატანა უჭირს. მის წასვლაზე ჭორები ვრცელდება, ამიტომაც 2 ვარიანტი უნდა განვიხილოთ, რომელსაც, შესაძლოა, კიკე სეტიენმა მიმართოს. ერთ-ერთი ვარიანტი მესის “ცრუ ცხრიანად” დაბრუნებაა. გამორიცხული არაა, აღნიშნული გადაწყვეტილება “ლა პულგასთვისაც” მნიშვნელოვანი იყოს, რადგან ასაკის მატებასთან ერთად, ის საჯარიმოსთან მაქსიმალურად ახლოს იქნება, ასევე უკან ჩამოსვლა და ნახევარდაცვის დახმარება არ მოუწევს, თუმცა აქ ერთი “პრობლემა” ჩნდება – ამ ყველაფრისთვის კატალონიელთა მესვეურებმა იდეალური შუახაზის ჩამოყალიბება უნდა შეძლონ. ამის შემდეგ, არგეტინელს მხოლოდ კლასის გამოყენება და მომენტების დასრულება მოუწევს, რომლებითაც მას სწრაფი გარემარბები მოამარაგებენ, ამავდროულად კი, დაცვასაც დაეხმარებიან. .ეორე შესაძლო ვარიანტი კი – სუარესის შემცვლელის შეძენაა. როგორც მოგეხსენებათ, კლუბი ლაუტარო მარტინესის შეძენით ძალიან ინტერესდება და მის შესაძენად ყველაფერს აკეთებს. არგენტინელი მის თანამემამულეს, ლიონელ მესის მოსწონს. “ალბისელესტეში” იგი ლეოს კარგად შეეწყო და იგივე “ბარსაშიც” მოსალოდნელია. გარდა ამისა, 22 წლის თავდამსხმელის ყიდვის შემთხვევაშიც, სუარესის გაყიდვა ჯერ კიდევ არ შეიძლება, რადგან ახალ მოთამაშეს, ყველა ვარიანტში, ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება, ამიტომაც ურუგვაელის კიკე სეტიენის განკარგულებაში ყოფნას გარკვეული მნიშვნელობა ექნება, სანამ ლაუტარო გუნდს შეეწყობა. ორივე სცენარში ერთი საკითხი იკვეთება: “ბარსაში” დარჩენის შემთხვევაში, სუარესი ძირითადი შემადგენლობის წევრობის პრეტენზიის გამო არ უნდა წავიდეს. შემდეგი კამპანია კიკე სეტიენის გუნდითვის გადამწვეტი იქნება და თუ ლუის კვლავ სასტარტო თავდამსხმელად განიხილება, “ბარსელონამ”, შესაძლოა, სათანადო შედეგები ვერ მიიღოს. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ “ელ პისტოლერო” უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელსაც გულშემატკივრებისთვის სიამოვნების მინიჭება ჯერ კიდევ შეუძლია. რას ფიქრობთ თქვენ?

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • me da barca
    schedule 19 მაი 2020, 01:43

    ჯეკა ჯერ არაა ჩამოსაწერი.

  • Alien messi
    schedule 18 მაი 2020, 23:02

    ციტატა: Ronaldo De Asis Moreira 10( Gaucho )
    სუარესის ეპოქა კიდევ 2 წელს მინიმუმ გასტანს,ან მანამ გასტანს სანამ სუას მოუნდება.როგორც ბუსკეცმა თქვა გუნდისთვის სასარგებლო რომ არ ვიქნები წავალო.მე ვფიქრობ რომ სუარესიც მასე მოიქცევა რაც არაერთხელ უთქვია.სუარესი'ს რამდენი საუკეთესო მომენტი გვახსოვს მაგრამ,ერთს გამოვარჩევ.ატლეტიკოს მცველს მარჯვნიდან რომ ჩაუარა,ბურთი მარცხნივ გაუგორა და სასწაული გოლი გაიტანა <3 <3 <3


    ისე სუას გოლებიდან მალიორკასთან ქუსლური ბარსაში პირველია მაგრამ მე ბეტისთან გატანილს გამოვარჩევდი და ბარტრას სახეს😅

  • Ronaldo De Asis Moreira 10( Gaucho )
    schedule 18 მაი 2020, 22:54

    სუარესის ეპოქა კიდევ 2 წელს მინიმუმ გასტანს,ან მანამ გასტანს სანამ სუას მოუნდება.როგორც ბუსკეცმა თქვა გუნდისთვის სასარგებლო რომ არ ვიქნები წავალო.მე ვფიქრობ რომ სუარესიც მასე მოიქცევა რაც არაერთხელ უთქვია.სუარესი'ს რამდენი საუკეთესო მომენტი გვახსოვს მაგრამ,ერთს გამოვარჩევ.ატლეტიკოს მცველს მარჯვნიდან რომ ჩაუარა,ბურთი მარცხნივ გაუგორა და სასწაული გოლი გაიტანა <3 <3 <3

  • Alien messi
    schedule 18 მაი 2020, 22:46

    ჯეკა სავარაუდოდ ორ სეზონს კვლავ იდეალურად ითამაშებს პირველ რიგში იმიტომ რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომელსაც უდიდესი ტალანტი აქვს და ასევე აქვს ის რასაც გამარჯვების წყურვილი ქვია.

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 18 მაი 2020, 22:01

    ციტატა: Guro
    სუარესი არის ფეხბურთელი რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ კლასის ხარჯზეც შეუძლია მეტოქის დამწუხრება.შეიძლება ვეღარ ირბინოს და 90წუთი ვერ შეაწუხოს მეტოქე პრესინგით,მაგრამ კლასს ვერ წაართმევს ასაკი.რაც შეეხება ვარიანტებს მე პირველი ვარიანტი მომწონს მესი ცრუ ცხრიანად.


    გეთანხმები. "ელ პისტოლერო" ერთი შეხებით თამაშში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა.

  • El pistolero 9
    schedule 18 მაი 2020, 21:58

    სუარესი არის ფეხბურთელი რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ კლასის ხარჯზეც შეუძლია მეტოქის დამწუხრება.შეიძლება ვეღარ ირბინოს და 90წუთი ვერ შეაწუხოს მეტოქე პრესინგით,მაგრამ კლასს ვერ წაართმევს ასაკი.რაც შეეხება ვარიანტებს მე პირველი ვარიანტი მომწონს მესი ცრუ ცხრიანად.

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 18 მაი 2020, 21:51

    ციტატა: Tsitsi
    სასიამოვნოა, როდესაც მომხმარებლები აზრის ასე გამოხატვას ცდილობენ!! 😍
    რა თქმა უნდა, სუარესს ჯერ კიდევ შესწევს ძალა, რომ თავისი სათქმელი ისევ თქვას.. 😍


    მადლობა 😍

    მეც ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შეუძლია!

  • Tsitsi
    schedule 18 მაი 2020, 21:47

    სასიამოვნოა, როდესაც მომხმარებლები აზრის ასე გამოხატვას ცდილობენ!! 😍
    რა თქმა უნდა, სუარესს ჯერ კიდევ შესწევს ძალა, რომ თავისი სათქმელი ისევ თქვას.. 😍

  • M10 S9 D11
    schedule 18 მაი 2020, 21:45

    ჯერ არ დამთავრებულა მიუხედავად იმისა რო მოკლებული აქვს კლასი მაინც შერჩენილი აქვს და ცოტა რო დაიკლოს წონაში ორი სეზონი ისევ ხოდზს იქნება

  • Pablos ar abia
    schedule 18 მაი 2020, 21:39

    სიტყვები ზედმეტია