workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” – ლიდერი ინტერნეტსივრცეში

“ბარსა” – ლიდერი ინტერნეტსივრცეში

დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ციფრული ეპოქის პერიოდში “ბარსელონა” სპორტულ სამყაროს სოციალურ ქსელებში გვერდებისა და ინტერნეტსივრცეში მომხმარებლების რაოდენობით ლიდერობს.

“ბლაუგრანამ” ლიდერობა კორონოვირუსული პანდემიის პერიოდში, 12 მარტიდან 14 მაისამდე, კიდევ უფრო განიმტკიცა. ჯამში 179 მილიონი ინტერაქცია “ტვიტერზე”, “ფეისბუქზე”, “ინსტაგრამსა” და “იუთუბზე”. ეს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი ციფრია.

ამ მაჩვენებლით “ბარსა” “მანჩესტერ იუნაიტედს”, მადრიდის “რეალსა” და “ლივერპულს” უსწრებს. კლუბი ლიდერის პოზიციას მხოლოდ “იუთუბსა” და “ფეისბუქზე” თმობს, სადაც, შესაბამისად, მეორე და მეექვსე პოზიციებს იკავებს.

Barça, leader in interactions during confinement

ერთ-ერთი ახალი აპლიკაცია, რომელიც სოციალური ქსელების პლატფორმაზე აქტიურად გამოჩნდა “ტიკ-ტოკია”. კლუბის ოფიციალურ გვერდს აქაც პირველი ადგილი უკავია (4.2 მილიონი) და მეორე ადგილზე მყოფ მადრიდის “რეალს” (2.5 მილიონი) მომხმარებლების რაოდენობით თითქმის ორჯერ უსწრებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 17 მაი 2020, 13:38

    მადლობთ, საინტერესო ინფორმაცია იყო. ძალიან!!!