ფელიპე მელოს ისეთ დიდ გუნდებში უთამაშია, როგორებიც “იუვენტუსი”, “ინტერი”, “გალათასარაი” და “ფიორენტინაა”. მას ლიონელ მესის წინააღმდეგ დაპირისპირება რამდენჯერმე, საკლუბო და სანაკრებო ასპარეზზე მოუწია.
გაზეთ Ole-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მან “ბარსას” ათიანთან ერთ-ერთი შეხვედრის ეპიზოდი გაიხსენა.
“მესი განსაკუთებულია. თუ მას ფეხს მივარტყამ, ის ადგება და თამაშს გააგრძელებს. მას არ ეშინია. ლეო ჩემთვის ისტორიაში სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა, უბრალოდ შეშლილია.”
“როსარიოში შეხვედრისას, იდაყვი შემთხვევით მომიხვდა, მას კი ცხვირიდან სისხლი წასკდა. როცა შემომხედა მე ვუთხარი: “მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ.”
“ამ მომენტის ამსახველი ფოტო სახლშიც კი მაქვს.”
მელომ ინტერვიუში ცოტაოდენი “ბარსას” სამიზნეზე, ლაუტარო მარტინესზეც ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“ის ფეხბურთელია, რომელიც ბურთის გარეშე ბევრს მუშაობს. ცდილობს რომ მოიპაროს, მინდორზე ეცემა და მაინც არ წყვეტს ბრძოლას. ლაუტარო ბევრ გოლს იტანს და სულ იბრძვის. ჩემი აზრით, ის მსოფლიო ფეხბურთის მომავლის შესაფერისი შემტევია.”




და მერე იცეკვეს
ლაუტარო უეჭველი მოსაყვანია