workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ დეულოფეუ “ბარსელონაში” მიღებულ ზეწოლას იხსენებს

ჟერარ დეულოფეუ “ბარსელონაში” მიღებულ ზეწოლას იხსენებს

ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ჟერარ დეულოფეუ, რომელიც 2018 წლიდან “უოტფორდის” საკუთრებაშია, იხსენებს, რომ “კამპ ნოუს” მოლოდინი და ზეწოლა მას არ დაეხმარა. 

“როდესაც ახალგაზრდა ხარ, “ბარსელონაში” ყველა გაკვირდება. 

ძალიან ბევრი ადამიანი ჩნდება, რომლებიც ფიქრობენ, რომ თქვენ მომავალი ინიესტა, მესი ან უბრალოდ ფეხბურთის ვარსკვლავი გახდებით. 

ყოველივე ეს სირთულეებს ქმნის, რადგან ახალგაზრდა მოთამაშეებმა მშვიდად უნდა იმუშაონ, ყოველდღე, ზეწოლის გარეშე.

აუცილებლად უნდა ისწავლოთ და იშრომოთ, თუმცა ზოგიერთი ადამიანი საკმაოდ ბევრს საუბრობს და თქვენთვის ოცნებასაც ქმნის, რომლის ახდენა წარმოუდგენლად რთულია.” – დეულოფეუს სიტყვებს beIN Sports ციტირებს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ დეულოფეუ “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის ღირსებას 2009-2013 წლებში იცავდა, 2018 წლის ივლისში კი “ბლაუგრანა” დატოვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Pique_3
    schedule 15 მაი 2020, 12:28

    ყველა ტოპ კლუბში ეგრეა🙂ბარსელონა რეალი ბაიერნი მანჩესტერი იუვენტუსი მილანი ლოვერპული,ეგრე აბსოლიტურად ყველგან😇მაგ ზეწოლას რო დაძლევ მერე ხდები საუკეთესო ზუსტად თუარადა მაქქისმუმ ისეთ გუნდში გადახვიდე რომელიც ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლობს🙃დეულოფეუს მაქსიმუმი არის უოტფორდი

  • Don_Andresito
    schedule 15 მაი 2020, 00:19

    მაგის გადალახვა გაძლიერებს. თუ ჩაიკუკე ესეიგი ვეღარ ახვალ ისეთ დონეზე რო ლიგის ფინალში საუკეთესო გახდე. ან თუნდაც სადმე დიდ თამაშში. ამისგანაც მეტს ველოდი. ვოტფორდზე ბევრად მეტს

  • M10 S9 D11
    schedule 14 მაი 2020, 21:21

    ბარსელონაა ეს ბავშვზეც და დიდზეც მუდამ იქნება ზეწოლა