workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ექტორ ერერა: მესისა და რონალდუს შორის ლეოს ბუნებრივ ტალანტს ვირჩევ

ექტორ ერერა: მესისა და რონალდუს შორის ლეოს ბუნებრივ ტალანტს ვირჩევ

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, ექტორ ერერამ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა.

“ვფიქრობ, ეს მსოფლიოში საუკეთესო დაპირისპირებაა. აღტაცებული და პატივისცემით განწყობილი ვარ თითოეული მათგანის მიმართ, მაგრამ არჩევანს მესის სასარგებლოდ ვაკეთებ, ვინაიდან მას ბუნებრივი ტალანტი აქვს. კრიშტიანუს დამსახურებას არ უგულებელვყოფ, რადგან ის დაუღალავად შრომობდა, რათა სასურველი შედეგისთვის მიეღწია. თუმცა, მე არგენტინელის ნიჭს ვირჩევ.

მათ წინააღმდეგ ბევრჯერ არ მითამაშია, მაგრამ ვთვლი, რომ მესი უფრო რთული მეტოქეა. არასდროს იცი, თუ რას გააკეთებს ლეო კონკრეტულ წამს. საუბარია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ორ საუკეთესო ფიგურაზე. ისინი პატივისცემასა და აღტაცებას იმსახურებენ.” – ავრცელებს ერერას კომენტარს A BOLA, GQ-ზე დაყრდნობით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 08 მაი 2020, 17:34

    ნუ ადარებთ მესის ნურავის სხვა ლეველზეა

  • ფლოკი
    schedule 08 მაი 2020, 16:34

    ლეო ქმნის თამაშს, ფეხბურთში თუ კი რამე არსებობს ყველაფერი უმაღლეს ლეველზე აქვს აწეული, პასიდან დაწყებული მოედნის ხედვით და თამაშის წაკითხვით დამთავრებული, კაცი ფეხბურთის თამაშისთვის დაიბადა! მაგრამ ამის მიუხედავად უნდა აღინიშნოს რომ რონალდუს ღვაწლი ბევრად უფრო დასაფასებელია, მესის გულშემატკივარი ვარ მაგრამ ვაღიარებ რომ პიროვნულად და ნებისყოფის მხრივ რონალდო ბევრად უფრო აღმატებულია ვიდრე ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი ისტორიაში, ბევრად უფრო ძლიერი პიროვნებაა ვიდრე მესი