workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტო აბონდანსიერი: მესი ბრაზილიელს უფრო ჰგავდა, ვიდრე არგენტინელს

რობერტო აბონდანსიერი: მესი ბრაზილიელს უფრო ჰგავდა, ვიდრე არგენტინელს

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, რობერტო აბონდანსიერიმ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლიონელ მესის ვარჯიშები გაიხსენა. 

“ამას რა დამავიწყებს. დიახ, მას ვარჯიშის დროს ყველაზე მეტი დარტყმა ჰქონდა. რა თქმა უნდა, მე ვერ ვჯობნიდი. ის უფრო ბრაზილიელს ჰგავდა, ვიდრე არგენტინელს. 

როცა ვარჯიშისთვის განკუთვნილ დროს გადავამეტებდით, ლეო აუცილებლად იქ რჩებოდა. ის ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ახლაა, უბრალოდ, ნაკლები გამოცდილება ჰქონდა”. – თქვა რობერტომ. 

გერმანიაში გამართულ მუნდიალზე, რომელიც იტალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, არგენტინამ მეოთხედფინალს მიაღწია და მასპინძელ გუნდთან პენალტების სერიაში დამარცხდა. “ბარსელონას” მომავალი ლიდერი ამ ტურნირზე არგენტინელთა შემადგენლობაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სამხრეთ ამერიკული ქვეყანა მსოფლიო თასზე წარადგინა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 04 მაი 2020, 12:30

    ოხ მესი შენი პატრიოტი კეთილები და კარგები წასულიყავი ესპანეთში