კატალონიური გამოცემა, Diario Sport იუწყება, რომ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ლა ლიგასა და ლა ლიგა 2-ში კორონაირუსის ტესტების მასობრივად ჩატარების განკარგულება გასცა.
პირველ ეტაპზე კლუბის ან ფედერაციის სამედიცინო სამსახურები თითოეული სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოიკვლევენ და საერთო ისტორიას შეადგენენ.
ასევე შეფასდება უშუალოდ 2020 წელს დაფიქსირებული ფიზიკური სტანდარტები, რათა ის კორონავირუსის შემდგომ მოქმედებას შეადარონ და COVID19-ით ინფიცირებისას თანხლებული სიმპტომები ფიტნესის მხრივ განსაზღვრონ.
ის სპორტსმენები თუ კლუბის სხვა წევრები, რომელთაც კორონავირუსის არსებობა დაუდასტურდებათ, ჩემპიონატს სრულ გამოჯანმრთელებამდე ჩამოშორდებიან. 42-ვე კლუბმა ლა ლიგიდან და სეგუნდა დივიზიონიდან ეს სამედიცინო პროცედურა აუცილებლად უნდა გაიაროს.
ესპანეთის უმაღლესი საბჭოს სპორტული დეპარტამენტის მხრიდან ინდივიდუალური სავარჯიშო სესიების 4 მაისიდან დაწყებაზე თანხმობა უკვე გაცემულია.
იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია მსუბუქ ფორმებში, გათვალისწინებული ნორმების მიხედვით, წარიმართება, ლა ლიგის ოფიციალური მატჩები ივნისის შუა რიცხვებიდან ჩატარდება. სეზონის განახლების უკანაკსნელ თარიღად კი 28 ივნისია მიჩნეული.

ერთი სული მაქვს როდის განახლდება