workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის სადებიუტო გოლი ყოფილი თანაგუნდელების სიტყვებით

მესის სადებიუტო გოლი ყოფილი თანაგუნდელების სიტყვებით

ლეო მესის პირველი “ბარსელონური” გოლიდან ზუსტად 15 წლის შემდეგ, მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა ისტორიული მომენტი გაიხსენეს. 

იმ დღეს, როცა მოედანზე გავიდა, ლამაზი გოლი გაიტანა, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა. ერთ წუთში, მან იგივეს გაკეთება ისევ შეძლო. 

ვიცოდით, რომ ნიჭიერი იყო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენს მიაღწევდა. ის უცხოპლანეტელი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მესი პოეტია, რომელიც ფეხბურთის ისტორიას წერს”. – თქვა დემეტრიო ალბერტინიმ. 

“ეს გოლი შესანიშნავი იყო, მესისთან ერთად აღვნიშნეთ, როგორც მისმა დიდმა ძმებმა.

გასახდელში, ის მორცხვი იყო, მაგრამ მინდორზე ყველაფერი იცვლებოდა. მან 15 წელი ისეთ დონეზე გაატარა, როგორიც აქამდე არსად მინახავს”. – განაცხადა ლუდოვიკ ჟიულიმ. 

“მან მოედანზე მხოლოდ რამდენიმე წუთი გაატარა, მაგრამ როცა ის ბურთს ეხებოდა, ყოველთვის რაღაც ხდებოდა.

ის ყველასგან გამორჩეული იყო – ყველაზე ახალგაზრდა, ჩვენთვის მუდმივად ხალისი მოჰქონდა. იმ წნეხის გათვალისწინებით, რომელიც “ბარსელონაში” იყო, 16 წლის ასაკში, მან საოცარი ხასიათი გამოავლინა”. – ეს სიტყვები ჟულიანო ბელეტის ეკუთვნის. 

16 წლის არგენტინელმა, 2005 წლის 1 მაისს, “ალბასეტეს” კარი აიღო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 02 მაი 2020, 15:16

    არადა არ იყო მაგ გოლის დროს თამაშგარე სუფთა გოლი გაუუქმეს მარა მერე ისევ თავზე გადაუგდო

  • messi and iniesta
    schedule 02 მაი 2020, 12:36

    მართლაც მაგარი გოლი შეაგდო სადებიუტო მატჩში მეფემ