workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ყოფილ კლუბში დასაბრუნებლად რაკიტიჩი შემცირებულ ხელფასს უნდა დათანხმდეს

ყოფილ კლუბში დასაბრუნებლად რაკიტიჩი შემცირებულ ხელფასს უნდა დათანხმდეს

სევილიური გამოცემის, Estadio Deportivo-ს ინფორმაციით, ანდალუსიურმა კლუბმა  “რამონ სანჩეს პისხუანზე” დასაბრუნებლად, ივან რაკიტიჩს ხელფასის შემცირებაზე თანხმობა სთხოვა.

ამჟამად ხორვატი ფეხბურთელი წელიწადში 8 მილიონ ევროს იღებს. ხელფასის  გარდა, “სევილიას” ყოფილი კაპიტნის ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდება.

კლუბში დაბრუნების შემთხვევაში, მას საკმაოდ ხანგრძლივ კონტრაქტს გაუფორმებენ, რაც 32 წლის ფეხბურთელს კარიერის დასრულებამდე უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობას მისცემს.

იმავე წყაროს ცნობით, ივანს კიდევ ორი მსურველი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი კი “ბარსელონაზე” მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ რაკიტიჩს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. კატალონიელები კი მისთვის ხელშეკრულების განახლებას არ აპირებენ. ისინი ნახევარმცველს ამავე ზაფხულში გაყიდიან, რათა 2021 წელს უფასოდ გამომშვიდობება არ მოუწიოთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 02 მაი 2020, 01:29

    ეუჰ ვსიო დაბალ ხელფას არა იმას დათანხმდება ეს აუ თუ დარჩა და ისევ შეგვეტენა იმედია ამოალპობენ სკამზე ისე რო თავში ხელები ირტყას და იძახდეს რატობარ წავედიო