“ბარსელონას” ოფიციალურმა “ფეისბუქ” გვერდმა, მესის რეკორდი გაიხსენა. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეო, ეძღვნება იმ კონკრეტულ დღეს, როცა არგენტინელმა, ტელმო სარას რეკორდი დაამხო.
“სევილიასთან” თამაშამდე მესის 250 გოლი ჰქონდა გატანილი და სარას, ერთი გოლით ჩამორჩებოდა. მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ლა ლიგის, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის, ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
თამაშის შემდეგ, “ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა: “არ მეგონა, თუ ოდესმე, ვინმე, სარას რეკორდს დაამხობდა.”
მესიმ გულშემატკივარს, გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მესის ტემპი არ დაუგდია და იმდენი გოლი აქვს გატანილი, რომ კაცმა არ იცის, როდის გამოჩნდება ფეხბურთელი, რომელიც მისი გატანილი გოლების რაოდენობას, ოდნავ მაინც მიუახლოვდება.

მართლა უცხოპლანეტელია
ჯარიმიდან მესიმ ბურთი და სევილიას მეკარე ბადეში ერთად გაახვია.
შე არანორმალურო ❤️❤️