workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინიამ “ბარსა”, შესაძლოა, საბოლოოდ დატოვოს

რაფინიამ “ბარსა”, შესაძლოა, საბოლოოდ დატოვოს

ამ დროისათვის “ბარსას” რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს განათხოვრებული. მათ შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე გამორჩეული, რომლის გარშემოც უამრავი ჭორი არსებობს, ფილიპე კოუტინოა. თუმცა კატალონიურ კლუბს “სელტაში” გაშვებული ასევე ჰყავს 27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, რაფინია ალკანტარა.

8-თვიანი ტრავმული პერიოდის შემდეგ, როდესაც ფეხბურთელს მუხლის ტრავმები ქრონიკულად აწუხებდა, ბრაზილიელმა სტაბილურად თამაშის დაწყება საბოლოოდ შეძლო.

ზაფხულის წინასასეზონო მატჩებისას, რაფინიამ გუნდიდან დროებით წასვლის სურვილი გამოთქვა, რადგანაც მას თავდაჯერებულობის დასაბრუნებლად საკმარისი სათამაშო დრო სჭირდებოდა. “ბარსელონა” ამას დათანხმდა და ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წლამდე გაუხანგრძლივა, სხვა გუნდში იჯარის წესით თამაშის ინიციატივით, ხოლო გამოსასყიდ თანხად 16 მილიონი ევრო მიუთითა. “სელტას” ხელმძღვანელობამ იჯარაში მილიონნახევარი გადაიხადა. 

ბრაზილიელი ნახევარმცველის მიმართ ინტერესი  პრემიერ ლიგიდან და ასევე სერია A-დან სეზონის მეორე ნახევრის დაწყებამდე არსებობდა. კორონავირუსული კრიზისის გამო, ამჟამად, ფეხბურთელის გარშემო აქტიური სატრანსფერო მოლაპარაკებები შეჩერებულია, თუმცა “სელტა” ნამდვილად კმაყოფილი უნდა იყოს რაფინიას გუნდში ყოფნით, იმის გათვალისწინებითაც, რომ წინა ზაფხულში მის გადაბირებას “ვალენსიაც” ცდილობდა.

მიმდინარე სეზონში, რაფინიამ 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქტივში 2 გოლთან ერთად, 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა. ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი შთამბეჭდავი პერფორმანსი მადრიდში “სანტიაგო ბერნაბეუზე”, სადაც სელტამ “ლოს ბლანკოსს” მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • LBJ23 LM10
    schedule 28 აპრ 2020, 15:21

    გაყიდონ და მოიცილონ საბოლოოდ,ესეც დაისვენებს და ჩვენც დაგვასვენებს

  • Pablos ar abia
    schedule 28 აპრ 2020, 02:53

    არადა მაგარი კაცია

  • M10 S9 D11
    schedule 28 აპრ 2020, 01:04

    ეს კიდევ ერთი მოუშორებელი ჭირი გვყავს