workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტომას ტუხელი ნეიმარის ლიდერული თვისებებით კმაყოფილია

ტომას ტუხელი ნეიმარის ლიდერული თვისებებით კმაყოფილია

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ნეიმარს ლიდერული თვისებები მოუწონა. დიდ თამაშებში თავის გამოჩენა, ეს სწორედ ის ასპექტია, რაშიც ბრაზილიელს შესამჩნევი ნაკლი აქვს.
Bein Sports-თან ინტერვიუში გერმანელმა მწვრთნელმა მასზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“ნეიმარი პსჟ-სთვის კვლავ საკვანძო ფეხბურთელად ითვლება როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მნიშვნელოვან თამაშებში მისი ნდობა ისევ შეიძლება. ის ბევრს მუშაობს, ყოველთვის საჭირო ადგილზეა და ბურთთან ერთად არის უნიჭიესი. 
“დორტმუნდთან” შეხვედრაში დავინახეთ, რომ მან ლიდერის თვისებები კვლავ დაიბრუნა. მოედანზე ყოფნისას მან მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და მთელ მსოფლიოს ნამდვილი ნეიმარი დაანახა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია.”
ტუხელმა ეს ყოველივე პარიზული გუნდის მის ყოფილ კლუბთან 2-0 გამარჯვებასთან დაკავშირებით თქვა. პსჟ-მა ამ გამარჯვებით მეოთხედფინალის საგზური 2015-16 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიპოვა.
გერმანელმა სპეციალისტის ეს განცხადება ნეიმარის ბრაზილიელი თანამემამულის, რაფაელის მოსაზრების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, რომლის თქმითაც, “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული არ იყო.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა ESPN-თან ინტერვიუში თქვა:
“ნეიმარი ლიდერი ნამდვილად არაა. ლიდერს უამრავი ფუნქცია აკისრია, რომელიც უნდა შეასრულოს. ეს მას არ შეუძლია. ჩემი აზრით, მან სხვებს უნდა მოუსმინოს და თუ ასე მოიქცევა, ბრაზილია შეუჩერებელი იქნება.”
როგორც იცით, ნეიმარის კატალონიურ გრანდში დაბრუნებაზე ბევრი იწერება, გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” მის დაბრუნებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • me da barca
    schedule 25 აპრ 2020, 02:36

    მაგარი სტატიაა, გავგიჟდი.👎👎👎

  • Iniesta_8
    schedule 25 აპრ 2020, 00:55

    ბარსას საიტია თუ პესეჟეს ვის აინტერესებს რაფაელმა რა თქვა სლეიმარზე და ტუხელმა რა უპასუხა