workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ბორდმა, შესაძლოა, მიმდინარე სეზონში თამაშზე უარი განაცხადოს

“ბარსელონას” ბორდმა, შესაძლოა, მიმდინარე სეზონში თამაშზე უარი განაცხადოს

“ჯანმრთელობა ყველაფერზე წინ დგას და  ჩვენ ფეხბურთელების ჯანმრთელობას თამაშის გამო რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ.” – ეს “ბარსას” ბორდის ერთ-ერთი წევრის სიტყვებია.

კლუბის მთავარი საბჭო ოფიციალური თამაშების განახლების წინააღმდეგია მანამ, სანამ მატჩები სარისკო გარემოში ჩატარდება. მათი მთავარი მოთხოვნა არა მარტო თამაშების დახურულ კარს მიღმა ჩატარებას არამედ, პირველი გუნდის ფეხბურთელების ერთმანეთისგან დაცვას შეეხება.

მათი აზრით, მარტივია ვარჯიშის დროს პროტოკოლის დაცვა, თუმცა ოფიციალური თამაშებისას ყველაფრის კონტროლს ვერ შეძლებენ.

უშუალოდ “ბარსას” სავარჯიშო ბაზებსა და მოედნებზე შესაძლებელია სხვადასხვა სანიტარული ნორმების დაცვა, თუმცა სრული გარანტიის მიცემა იმაზე, რომ კორონავირუსისგან მაქსიმალურად დაცულნი იქნებიან მოგზაურობისას, შხაპის მიღებისას და მოედანს გარეთ ადამიანებთან ურთიერთობისას, არავის შეუძლია.

ამასთანავე, რამდენიმე კლუბმა ფეხბურთელებისთვის კორონავირუსის ტესტების ჩატარებაზე უარი განაცხადა, რაც დაავადების გადადების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • Ramaz
    schedule 25 აპრ 2020, 02:02

    Parchskobit daigalen bichebi

  • me da barca
    schedule 24 აპრ 2020, 23:59

    კაროჩე დედა მოეხნა ამ სეზონს. გაგრძელების შანსი 5%. ეს სეზონი გაუქმდება, ევრო თასებზე თუ ვინ ითამაშებს იხელმძღვანელებენ დღევანდელი ცხრილით. ჩ. ლიგა და ევროპა ლიგა შეიძლება რაღაცნაირად ჩააძაღლონ, თუმცა გამარჯვებულს ისეთი ფასი არ ექნება, როგორიც ადრე, ან შეიძლება ესენიც გააუქმონ. ყველაფერი აქეთკენ მიდის.

  • Andres_Iniesta
    schedule 24 აპრ 2020, 23:49

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: Andres_Iniesta
    ❗️ბარსელონამ არტური ტრანსფერზე დააყენა.

    ❗️კატალონიელებს მისი პიანიჩში ან ნდომბელეში გაცვლა სურთ.

    @Alfremartinezz

    [onda cero]

    😶


    სისულელეა


    ამ ბორდის ხელშითუ გამიკვირდეს

  • M10 S9 D11
    schedule 24 აპრ 2020, 23:21

    ციტატა: Andres_Iniesta
    ❗️ბარსელონამ არტური ტრანსფერზე დააყენა.

    ❗️კატალონიელებს მისი პიანიჩში ან ნდომბელეში გაცვლა სურთ.

    @Alfremartinezz

    [onda cero]

    😶


    სისულელეა

  • Andres_Iniesta
    schedule 24 აპრ 2020, 23:20

    ❗️ბარსელონამ არტური ტრანსფერზე დააყენა.

    ❗️კატალონიელებს მისი პიანიჩში ან ნდომბელეში გაცვლა სურთ.

    @Alfremartinezz

    [onda cero]

    😶