“ბარსელონას” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რაფინიამ, რომელიც იჯარის წესებით “სელტას” რიგებში ირიცხება, საფეხბურთო სეზონის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა.
“მე ვფიქრობ, ფეხბურთის თამაშს მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, როდესაც ვაქცინა ან რაიმე საწინააღმდეგო წამალი შეიქმნება. თუ ერთი ფეხბურთელი მაინც დაინფიცირდება კორონავირუსული ინფექციით, ეს გავლენას მთელს გუნდსა და ჩემპიონატზეც მოახდენს.” – ციტირებს რაფინიას სიტყვებს Cope.



