workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტანგი ნდომბელეს პრიორიტეტი “ბარსელონაა”

ტანგი ნდომბელეს პრიორიტეტი “ბარსელონაა”

ფრანგული L’Equipe-ის მიერ ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველს, ტანგი ნდომბელეს კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან კარგი ურთიერთობა არ აქვს. 

ფრანგი მოთამაშე ლონდონში თავს კარგად არ გრძნობს და მიუხედავად იმისა, რომ არ აპირებს, განსაკუთრებით იჩქაროს, წასვლისთვის თადარიგს მაინც იჭერს. 

ამბის გაგრძელება ინგლისურ პრესას აქვს: დღეს, ბრიტანელებმა გვაცნობეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნდომბელე “ტოტენჰემის” დატოვებას გადაწყვეტს, კარიერის გაგრძელებას აუცილებლად “ბარსელონაში” მოისურვებს. 

დიდი ალბათობით, 23 წლის ფეხბურთელს არჩევანის საშუალება ნამდვილად ექნება – ის უკვე არის ტოპ კლუბის შემადგენლობის წევრი და განვითარების დიდი რესურსიც აქვს. 

ტანგი “ტოტენჰემს” 2019 წელს, “ლიონიდან” შეუერთდა, 2018 წლიდან კი საფრანგეთის ნაკრების წევრია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 14 აპრ 2020, 00:42

    აი ეს არაფერში არ გვჭირდება