მადრიდის “რეალის” იაპონელმა ნახევარმცველმა, ტაკეფუსა კუბომ, აღიარა, რომ “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი, ლეო მესი, მისი კუმირია.
“მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა ის ბევრი ახალგაზრდისთვის, რომლებსაც ფეხბურთელობა სურთ, ნამდვილი ორიენტირია. იგივე შეიძლება ითქვას უკვე შემდგარ ფეხბურთელებზეც. ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი მის ვიდეოებს, მესი დიდებული მოთამაშეა, ის ჩემი ორიენტირიც გახლავთ, რადგან არც თუ ისე მაღალი ფეხბურთელების ძლიერი მხარე – დრიბლინგი და ბურთის კონტროლია. მესი – თამაშის ყველა ასპექტში საუკეთესოა.” – განაცხადა, კუბომ.

კუბო დაგაყარა რეალმა მიწა…
აბა რა გინდოდა მადრიდში ??? ფული ხოო ?