“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატს, ვიქტორ ფონტს, კატალონიური კლუბის ამჟამინდელ ხელმძღვანელის, ჟოზეპ მარია ბართომეუსთვისა და ბორდის წევრებისთვის გამაფრთხილებელი გზავნილი აქვს.
“თუ აქამდე ვამბობდი, რომ რისკი დიდია, ახლა ის გიგანტურია. “ბარსელონა” შტორმს უახლოვდება.
მათ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელთა თაობა უნდა ჩაანაცვლონ და პროექტების შენება და დაფინანსება მოახერხონ. მათ ასევე უნდა გაუწიონ კონკურენცია კომპანიებს, რომლებსაც ულიმიტო ფინანსური რესურსები აქვთ.
თვეების განმავლობაში, კლუბში ინსტიტუციურ დონეზე ინციდენტებს სამარცხვინო განვითარება აქვს, რისი კულმინაციაც, ახლახანს, სერიოზული ბრალდებები და 6 თანამშრომლის უეცარი გადადგომა იყო.
მენეჯმენტის მოდელი უკვე აღარ მუშაობს. გამჭვირვალობის არარსებობა, ყველაზე მაღალი გადასახადები, ყველაზე მეტის ხარჯვა და ფეხბურთელების გაყიდვა სეზონის ბოლო წუთზე, იმისთვის, რომ ანგარიში დაბალანსდეს, შედეგს დიდხანს ვერ მოიტანს.
ნორმალურ სიტუაციაში, ეს ყველაფერი ვადამდელი არჩევნების წინაპირობა იქნებოდა”. – ციტირებს ფონტის სიტყვებს Marca.
