workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ოფიციალური განცხადება

“ბარსელონას” ოფიციალური განცხადება

რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონას” ოფიციალურ ვებგვერდზე კლუბის განცხადება განთავსდა, რომელიც კლუბიდან ექვსი დირექტორის წასვლას ეხება. გთავაზობთ განცხადების ტექტს სრულად:

“ბარსელონა” კატეგორიულად უარყოფს ბ-ნი ემილი რუსოს მიერ დღეს დილით, სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ინტერვიუში, წაყენებულ სერიოზულ და უსაფუძვლო ბრალდებებს და გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ აქტივობას, იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ ღონისძიებებს.

აგრეთვე, სოციალურის ქსელის მონიტორინგის მომსახურების ანალიზი წარმოადგენს PriceWaterhouseCoopers-ის (PWC) დამოუკიდებელი და ყოვლისმომცველი კვლევის ობიექტს, ანგარიშზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. კლუბმა PWC-ს მათ მიერ მოთხოვნილი ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცა.

საბოლოოდ, დირექტორთა საბჭოს წევრთა გადადგომა პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბართომეუს მიერ წამოწყებული დირექტორთა საბჭოს რეორგანიზაციის პროცესის შედეგია, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება. დირექტორთა საბჭოს რეორგანიზაცია მიმართულია [პრეზიდენტის] მანდატის უკანასკნელის პერიოდის გამოწვევისადმი, მოხდეს აუცილებელ ღონისძიებათა იმპლემენტაცია, რათა კლუბი მოემზადოს მოახლოებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისთან დაკავშირებული, შედეგებისათვის. აგრეთვე, მოხდეს 2010 წელს დაწყებული მენეჯმენტის პროგრამისა და 2015 წელს დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესრულება”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში