არტურო ვიდალის მომავალთან დაკავშირებით ჭორები კვლავ არ წყდება.
FOX Sports-ის ინფორმაციით, ჩილელი, “ბარსელონას” დატოვების შემთხვევაში, კარიერას მხოლოდ “ინტერში” გააგრძელებს, იმისდა მიუხედავად, რომ მისდამი ინტერესს ჩინური კლუბებიც იჩენენ.
როგორც ჭორები ვრცელდება, “ბაიერნის” ყოფილმა ვარსკვლავმა ჩინეთის სუპერ ლიგიდან საკმაოდ სარფიანი შეთავაზება უკვე მიიღო. თუმცა, არტურო ვიდალს მაღალ დონეზე თამაში კვლავ სურს და მზადაა მილანურ კლუბში გადავიდეს, იმ შემთხვევაში, თუ ამ ზაფხულს “ბარსას” დატოვება მოუწევს.
“ინტერს” ჩილელის დამატება იანვარშიც სურდა, თუმცა კატალონიურმა კლუბმა ტრანსფერი დაბლოკა, რადგანაც შეთავაზების პირობები მიუღებელი იყო.
აღნიშნული ტრანსფერის ირგვლივ არსებული კითხვები, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულში გაქრება, ვინაიდან, “ბლაუგრანას”, ფრენკი დე იონგის, სერხიო ბუსკეტსისა და არტურის სახით, სრულყოფილი და შესაბამისი დონის ნახევარდაცვა უკვე ჰყავს.
ვიდალი “ბარსას” ლაუტაროს ტრანსფერისათვისაც შეიძლება გამოადგეს.
ნახევარმცველი ვარჯიშს სახლში, პირად მწვრთნელთან, ხუან ფერნანდესთან, ერთად აგრძელებს.
“ბარსელონას” რიგებში ამ სეზონში მან 30 მატჩი ჩაატარა.

დიდი ალბათობაა წავა ლაუტაროს ტრანსფერში ჩაერთვება ანტონიო კონტეს გეგმას ზუსტად მოერგება ვიდალი
Netav egetebi gvyavdes ramodenime
არსად არაა ეს გასაშვები
ბაიერნის ყოფილი ვარსკვლავი რას ნიშმავს?
ბარსას ფეხბურთელს ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელით რატო მოვიხსენიებთ?
სუარესზე რო დაიწეროს ყოფილმა ლივერპულელმაო ან მსგავსი🤨
იტალიას თუ ეხება იუვე მაინც დაგეწერათ😒
იმედია გაითვალისწინებთ კრიტიკას, ცუდ ტონად არ ჩამითვალოთ.
რაც შეეხება ტრანსფერს, ვიდალის ტიპის ნახევარმცველი არ ყავს ბარსას და საჭიროა მსგავსი ტიპი გუნდში, ჟილკიანი, box to box ნახევარმცველი რომელიც 90 წუთი არ გაჩერდება და სულ ირბენს, გოლებიც გააქვს…
უბრალოდ რამდენად თანახმა იქნება მცირე სათამაშო დროზე ეგაა საკითხავი, თუ წასვლა უნდა რა თქმაჯნდა უნდა გაუშვან და ვერც გაამტყუნებს ვერავინ, აშკარაა თამაში უნდა კაცს და ფული არაა მთავარი მისთვის.