“ბარსა“ ემერსონის შესაძენად მზადაა

“ბარსა“ ემერსონის შესაძენად მზადაა

მადრიდული გამოცემის, Diario AS-ის, ცნობით, “ბარსა” “ბეტისის” მცველის, ემერსონის, დამატებას მოსალოდნელზე ადრე გეგმავს.

ფასის მიუხედავად, ემერსონის “კამ ნოუზე” დაბრუნებას კლუბი ამავე ზაფხულს აპირებს.

კატალონიელებისთვის ჯერჯერობით მხოლოდ სატრანსფერო თანხაა გასარკვევი. 2021 წელს ბრაზილიელის მოსვლა 6 მილიონ ევროდ იყო მოსალოდნელი, თუმცა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე აღნიშნული ფასი დიდი ალბათობით გაორმაგდება.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” და “ბეტისი” ემერსონის თანამესაკუთრეები არიან, მათ ფეხბურთელი 2019 წლის ივლისში, “ატლეტიკო მინეიროდან”, 12 მილიონ ევროიანი შეთანხმებით იყიდეს.

ემერსონის დაბრუნების შემთხვევაში, ნელსონ სემედუს წასვლა გარდაუვალი იქნება. პორტუგალიელის წასვლის შესახებ ჭორები შემოდგომიდან ვრცელდება. Diario Sport-ის ცნობით, სემედუ, შესაძლოა, ლაუტაროს გადმოსაბირებლად ტრანსფერსში ჩართონ.

ემერსონმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 5 ასისტი შეასრულა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • dima359
    schedule 08 აპრ 2020, 22:55

    ჩემი აზრით ამ ეტაპზე სემედუ ემერსონსაც სჯობს, რობერტოსაც და მხოლოდ 2-3 კაცს ჩამოუვარდება მსოფლიოში… შეიძლება რობერტო ცენტრში ათამაშონ ვიდალის ან რაკიტიჩის ნაცვლად (ან ერთი წავა ან ირივე, მომავალ სეზონამდე) ხოდა დატოვონ სემედუ და ენერსონი მარჯვენა მცველად, ირივე გაძლიერდება ჯანსაღ კონკურენციაში

  • M10 S9 D11
    schedule 08 აპრ 2020, 22:11

    ჩვენივე ფეხბუდთელს ვყიდულობთ?

  • Alien messi
    schedule 08 აპრ 2020, 21:51

    წელს ფეხბურთი ბარსაში ხუთმა კაცმა ითამაშა მესის სუამ შტეგომ არტურმა და სემედუმ ამათგან ყველა უნდა დარჩეს გუნდში აუცილებლად სემედუს გაშვება არ შეილება არც ლაუტაროს და არც ნეიმარის გამო!!!