“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი კარდონერი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს.
Tribal Football-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარდონერის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
ჟორდი კარდონერი, სამედიცინო სერვისების დირექტორის, რამონ კანალისა და ექიმის, ჟოზეპ ანტონი გუტიერესის შემდეგ, კატალონიური კლუბის მე-3 თანამშრომელია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა.
ამ დროისთვის აღნიშნული ვირუსით ინფიცირებული “ბარსას” არცერთი ფეხბურთელი არაა. “ბლაუგრანას” მოთამაშეები 13 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებიან.