Diario Sport-ის ინფორმაციით, “ჩელსიმ”, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
“ჩელსის” წარმომადგენლები კოუტინიოს აგენტს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის გადაბირებას სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ეცდებიან.
კონტრაქტის მიხედვით, კოუტინიოს ხელში ჩაგდების ყველაზე კარგი შანსი “ბაიერნს” აქვს, სწორედ მიუნხენელებს ეკუთვნით გამოსყიდვის უფლება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გამოსასყიდ თანხად 120 მილიონი ევროა მითითებული, გერმანელები ამ ნაბიჯს არ გადადგამენ. მით უმეტეს, კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემების ფონზე.
კიკე სეტიენმა კოუტინიოსთან მუშაობის სურვილი ღიად გამოთქვა, მაგრამ კლუბს სხვა გეგმები აქვს. “ჩელსის” შანსებს ისიც ზრდის, რომ თავად კოუტინიოს არც “ინტერში” დაბრუნება სურს და არც პარიზში გადაბარგება. მისი მიზანი პრემიერ ლიგაში დაბრუნებაა, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.
გარდა ლონდონური “ჩელსისა”, ინტერესს გამოთქვამენ “ტოტენჰემი”, “მანჩესტერ უნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი” და ბოლო ვერსიით ბრძოლაში “ლესტერ სიტიც” ერთვება”.
ბოლო კვირაში, Mundo Deportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კატალონელებმა კოუტინიოს გამოსასყიდი თანხა 80 მილიონამდე შეამცირეს.
კოუტინიომ “ბაიერნში” ჩატარებულ 15 შეხვედრაში, მეტოქის კარის აღება რვაჯერ შეძლო.




ზიეჩის მერე ესეც თუ იყიდა ჩელსიმ მაგარ ბრძოლას გამართავს სიტი ლივერპულთან.მე დარჩენა მინდა ამის.ათამაშონ ცენტრში და ყველა ნახავს რა მაგარი ვინმეა კოუ
თვითონაც ვერ გაურკვევია რა პოზიციაზე თამაშობს არ მევასება ესეთი სტის იგროკები არც ნახევარმცველია არც გარემარბი და არც 10 იანი ისეთი რო ფანტაზია შესძინოს გუნდს.
თუ ესეთი დატაცებაა კოუზე, ბარემ აუქციონი გამოაცხადეთ.
ვინც მეტს იხდის იმისია
მოიტათ 100 მილიონი და წაიყვანეთ