“ბარსას” მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სამი თვის შვილს კატალონიური კლუბის მაისური უკვე აქვს და დორტმუნდის “ბორუსიას” წევრია.
DAZN-თან საუბრისას გერმანელმა მეკარემთქვა, რომ ამჟამად ცოლთან და შვილთან ერთად იმყოფება და მაქსიმალურად ცდილობს ამ თავისუფალი დროით ისარგებლოს.
“ჩვენ სახლში ერთად ვიმყოფებით და ვცდილობთ დროის მხრივ ეს უპირატესობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ.”
“მას (ბენს) უკვე აქვს “ბარსას” მაისური და ის დორტმუნდის “ბორუსიას” წევრია”.
გერმანელის მომავალი “კამპ ნოუზე” ბოლომდე გარკვეული ნამდვილად არ არის. მას კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. ბოლო დღეებში მის სახელს მიუნხენის “ბაიერნს” უკავშირებდნენ, თუმცა კატალონიელებს გერმანელის წასვლა ნამდვილად არ სურთ.
მიმდინარე სეზონში “ბარსას” მეკარემ, ყველა ტურნირზე ერთად, მონაწილეობა 34 მატჩში მიიღო.
