ლიონელ მესიმ, სოციალური მედიის მეშვეობით, კლუბის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი განცხადება მილიონობით ადამიანმა იხილა.
არგენტინელის წერილმა, Marca-ს ჟურნალისტებს 1988 წლის სეზონი გაახსენა, როცა ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას შორის განხეთქილება სუფევდა.
იმ დროინდელი მოვლენები ისტორიას დარჩა როგორც “ჰესპერიას ამბოხი”. ფეხბურთელები, მთავარ მწვრთნელ, ლუის არაგონესთან ერთად, სასტუმრო “ჰესპერიაში” შეიკრიბნენ და შეადგინეს ტექსტი, სადაც, პრეზიდენტ ნუნიესის და მისი გუნდის მიმართ უნდობლობას გამოთქვამდნენ.
მრისხანების მანიფესტი
ტექსტი შვიდ პუნქტად იყო დაყოფილი, რომელიც ხოსე რამონ ალეხანკომ წაიკითხა.
- არავის შეუძლია ეჭვი შეიტანოს ჩვენს პროფესიონალიზმსა და გულრწფელობაში;
- ჩვენ დავკარგეთ ნდობა პრეზიდენტ ნუნიესის მიმართ;
- თავს მოტყუებულად ვთვლით პრეზიდენტის მხრიდან;
- პრეზიდენტს ფანების არანაირი პატივისცემა არ გააჩნია;
- ის ყოველთვის ცდილობდა ჩვენს ყიდვას და დაცილებას;
- მოხდა იმ ფასეულობების დეჰუმანიზაცია, რომელსაც ყოველთვის წარმოადგენდნენ კატალონელი ფანები;
- პეტიციის თანახმად, პრეზიდენტ ნუნიესს ვთავაზობთ, დატოვოს თანამდედობა.
მანიფესტს ხელი მოაწერა უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა, მათ შორის გარი ლინეკერმა და ბერნდ შუსტერმა, რომლებიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ.
ფანები საშინლად უკმაყოფილონი იყვნენ კლუბის მაჩვენებელით. “ბარსელონა” აღნიშნულ სეზონში მეექვსე ადგილზე გავიდა. შესაბამისად, გულშემატკივრებმა ხელმძღვანელობის მხარე დაიჭირეს.
“ჩვენ მძარცველები არ ვართ, არ გვინდა მეტი ფულის გამომუშავება” – თქვეს ფეხბურთელებმა ერთი კვირის შემდეგ და ამით ანიშნეს ხელმძღვანელობას, რომ კონტრაქტის გასაწყვეტად მზად იყვნენ.
ცვლილებები
ნუნიესმა პოსტი შეინარჩუნა და შეთანხმებას მიაღწია იოჰან კრუიფთან, რათა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნულიყო. სწორედ აქედან დაიწყო ახალი ეპოქა, მანამდე კი გუნდი 14-მა ფეხბურთელმა დატოვა.
კრუიფმა ოცნების გუნდის შენება დაიწყო და ოთხ წელში ჩემპიონთა თასი მოიგო.
მესის ღია კრიტიკის გამო ბევრს გაახსენდა ჰესპერიას აჯანღება, მაგრამ განსხვავება მაინც ძალიან ბევრია. ამ ფორმაციის “ბარსელონა” უღიმღამოდ ნამდვილად არ გამოიყურება და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპონთა ლიგაზე დიდი ხანია წარმატებას ვერ აღწევს, შიდა ჩემპიონატში პირველობას არ თმობს.
სწორედ ამიტომ, ფანების სრული მხარდაჭერა ფეხბურთელებს აქვთ, ბართომეუს დღეები კი დათვლლია.

რატო შეუკიკინეს ამ მესის აბა გაჩუმდეს და უყუროს როგორ ინგრევა კლუბი? ხმა ვერ ამოუღია ამათი შიშით კაცს