workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლა ლიგის საქველმოქმედო კონცერტზე 1 მილიონი ევრო შეგროვდა

ლა ლიგის საქველმოქმედო კონცერტზე 1 მილიონი ევრო შეგროვდა

ბანკ Santander-ის, Universal Music-ისა და ესპანეთის ჩემპიონატის სხვა სპონსორების დახმარებით გამართულ საქველმოქმედო კონცერტ LaLigaSantander Fest-ზე 1,003 მილიონი ევრო შეგროვდა. 

კონცერტი 28 მარტს გაიმართა და 50 მილიონი ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა. ივენთში ფეხბურთელებიც იყვნენ ჩართულები. “ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჟერარ პიკემ, აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა მას ამაყს ხდის, რომ ლა ლიგის მოთამაშეა. 

შემოსული თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. 

ბოლო მონაცემების მიხედვით, ესპანეთი ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამეა, გარდაცვლილთა რიცხვით კი მეორე. პანდემიის გამო, საფეხბურთო მატჩები სხვა ღონისძიებების მსგავსად უვადოდაა გადადებული. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში