workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport1: ალაბამ “ბაიერნის” შეთავაზება უარყო, მოლაპარაკებები შეჩერებულია

Sport1: ალაბამ “ბაიერნის” შეთავაზება უარყო, მოლაპარაკებები შეჩერებულია

გერმანული გამოცემის, Sport1-ის ცნობით, ავსტრიელმა მარცხენა მცველმა “რეკორდმაისტერის” მიერ შეთავაზებულ პირველ კონტრაქტზე უარი განაცხადა. მისთვის, არსებული პირობები მიუღებელია.

იგივე წყარო ასევე იტყობინება, რომ “ბაიერნი”  საკუთარ ფეხბურთელებს 2021 წლის ზაფხულში უფასოდ წასვლის საშუალებას არ მისცემს. შესაბამისად, თუ ალაბამ კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, კლუბის ხელმძღვანელობას მისი გაყიდვა ამავე ზაფხულში მოუწევს.

გავრცელებული ჭორების თანახმად, დიდი შანსია, 27 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტზე არ მოაწეროს ხელი, რადგანაც მას ახალ კლუბში კარიერის გაგრძელება სურს. მისით კი რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული, მათ შორის: “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ სიტი”.

დავიდ ალაბას ამჟამინდელი ანაზღაურება წელიწადში 8 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა მას აღნიშნული თანხის გაზრდა სურს. Transfermarkt-ზე მის სატრანსფერო ფასად 65 მილიონი ევროა მითითებული.

მიმდინარე სეზონში მიუნხენელების რიგებში ალაბამ 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთი გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

“ბლაუგრანას” რიგებში ამჟამად 2 მარცხენა მცველი ირიცხება ჟორდი ალბასა და ჟუნიორ ფირპოს სახით, თუმცა კატალონიელებს კიდევ ერთი აღნიშნული პოზიციის მოთამაშის დამატება სურთ, განსაკუთრებით, კი უნივერსალური ფუნქციების მქონე ფეხბურთელის, ალაბა კი ამ მხრივ შესაფერისი ვარიანტია. ვინაიდან, მას გარდა მარცხენა მცველის პოზიციისა, ცენტრალურ მცველად და ნახევარმცველად თამაშის გამოცდილებაც აქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 31 მარ 2020, 00:10

    უაზროდ დიდ ხელფასებს იღებენ ფეხბურთელები, ბონუსები, რეკლამები, მაგრამ მაინც ვერ ძღებიან. გამარჯობა რომ გითხრან ასი ათასებს და მილიონებს ითხოვენ. მაგრამ ამას ბოლოს მოუღებს კორონა და დააბრუნებს მიწაზე ფეხბურთელებს.

  • Pique_3
    schedule 30 მარ 2020, 22:48

    ამ ზაფხულზე 50მილიონად გაყიდის თავისუფლად ბაიერნი და 10მილიონი რო შეთავაზონ ხელფასის სახით უეჭველი წამოვა🙂ალბაც გასაყიდია უკვე🙃40-50მილონად ალბაც გაიყიდება🙏

  • M10 S9 D11
    schedule 30 მარ 2020, 22:31

    უნდა დავითრიოთ