როგორ დააკომპლექტებდა ჩავი ერნანდესი მსოფლიოს საუკეთესო გუნდს

როგორ დააკომპლექტებდა ჩავი ერნანდესი მსოფლიოს საუკეთესო გუნდს

“ბარსელონას” ლეგენდა და ამჟამად “ალ-სადის” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი El Magazine-სთან საუბრობს, თუ როგორ დააკომპლექტებდა მსოფლიოს საუკეთესო კლუბს.

“სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსელონაში” დაბრუნება მსურს. რამდენიმე წლის წინ საკუთარ თავს ნდობას გამოვუცხადებდი, თუმცა ახლა მინდოდა ხელში პროექტი ამეღო, სადაც არაფრიდან დავიწყებდი და გადაწყვეტილებებს თავად მივიღებდი.

პირადად გუნდური მოთამაშე ვარ. დავაბრუნებდი თუ არა ყოფილ მოთამაშეებს?! ამას მარტო ვერ გადავწყვეტდი. აქ, “ალ-სადში” საკითხებს შესაბამის შტატთან ერთად განვიხილავთ, თუმცა ბოლო სიტყვა მაინც ჩემზეა.

ჩემთვის იოჰან კრუიფი იყო ადამიანი, რომელმაც ფეხბურთის ისტორია შეცვალა. ეს სპორტი რელიგიაა, “მფრინავი ჰოლანდიელი” კი – ღმერთი. მას რამდენჯერმე შევხვდი და მითხრა, რომ ერთ დღეს კატალონიური კლუბი მომძებნიდა და პოსტს შემომთავაზებდა. მსურს, კლუბში ყველას ვუგებდე. გესლიანი სპეციალისტები გასახდელ ოთახს ვერ გაეკარებიან. მინდა, ის ადამიანები მყავდეს გვერდით, ვინც ჩემი გადმოსახედიდან, კარგ გუნდს შექმნიდა.

ამჟამინდელი შემადგენლობის დიდ ნაწილს დავტოვებდი – მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ჟორდი ალბა, ჟერარ პიკე , სერხიო ბუსკეტსი და ლიონელ მესი. ისინი თავიანთ პოზიციებზე მსოფლიოში საუკეთესონი არიან. თუ ჩამონათვალს არტურ მელოს, ლუის სუარესსა და დე იონგს დავუმატებდით, მივიღებდით გუნდს, რომელიც 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში ყველაფერს მოიგებდა.

ნეიმარ ჟუნიორს შევიძენდი. ეჭვი არ მეპარება, რომ შესანიშნავი ტრანსფერი იქნებოდა. “ბარსელონას” მოედნის ცენტრალურ ნაწილში სიტუაცია მოგვარებული აქვს, თუმცა ისეთი გარემარბები აკლია, როგორებიც “ბაიერნს” ჰყავს. მაგალითად: ჯეიდონ სანჩო და სერჟ გნაბრი”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს Mundo Deportivo.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (7)

  • shu1987
    01 აპრ 2020, 18:47

    კარგი ხავი ახლა ატრაკებ , რაღა დროს პიკე-ბუსკეცი-ალბა და სუარესია მალე მესიც ამოწურავს თავს და შენ კიდე 10 წელიო ??? მეთქი ახალგაზრდებს გამოუცხადებს ნდობას როგორც პეპმა ქნა თავის დროზე და ამ სირ ბებრებს გააჯმეინებსთქო ეგეც როგორც პეპმა გააკეთა თავის დროზე ტიპმა დეკო-რონალდინიო გაუშვა არ უნდოდა პრივილეგიებით გათამამებულებს გასახდელში აერიათ სიტუაცია რასაც დღეს 5-6 ფეხბურთელი აკეთებს და აკონტროლებს ბევრ რამეს, ხავი თუ მოხვალ პირველ რიგში ვინც ჩამოთვალე შტეგენის გარდა ეგენი უნდა გაუშვა თუ გინდა რამეს მიაღწიო.

    ციტატა: frenkie dejong21
    იმედია ამ ზაფხულს მოვა და დავისვენებთ საბოლოოდ


    დავისვენებთო ??? პიკე-ბუსკეციო ტიპმა საძმაკაცოს მივხედავო რაა ალბაც და სუარესიცო 10 წელი ყველაფერს მოიგებენო?? და რეალურთან ახლოს მაინც არის ??? რაღა დროს ბუსკეცი და პიკეს ძირითადია თიპები ძლივს დადიან სტადიონზე.

  • me da barca
    29 მარ 2020, 22:46

    ნეიმარი არ დააბრუნო, თორემ აქ ბევრი გადაგემტერება.

  • M10 S9 D11
    29 მარ 2020, 20:22

    დროზე მოდი რა მაესტრო

  • messi and iniesta
    29 მარ 2020, 17:44

    აბა შენ იცი ხავი იმედია მართლაც ისეთ გუნდს შექმნი როგორიც შენ ქსურს

  • BEQA BARCA
    29 მარ 2020, 17:20

    მოდი და გვაჩვენე ისეთი ბარსა რომელიც კარგა ხანია არ გვინახავს.

  • B.A.r.c.A
    29 მარ 2020, 15:52

    Erti prangi ar daasaxela😁😁 ukve amjgavnebs ro iciis saqme…

  • ნელსონ სემედუ
    29 მარ 2020, 15:47

    აბა შენ იცი შემდეგი სეზონიდან შენ უნდა გაწვრთნა გუნდი მაესტრო