ბოლო დღეებში, “ბარსელონას” ირგვლივ, მთავარი თემა ფეხბურთელთა ხელფასების დაკლებაა.
ცნობილია, რომ “ბარსელონას” სურს, სანამ თამაშები შეჩერებულია, კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის აღმოსაფხვრელად, ფეხბურთელების ხელფასები 70%-ით შეამციროს. მოთამაშეები შემცირებაზე თანახმანი არიან, მაგრამ არა ამ ოდენობით. კლუბი კი, ფეხბურთელების სურვილის საწინააღმდეგოდ, მათი ხელფასების შემცირებას მაინც გეგმავს.
Marca-მ თავი მოუყარა იმ კითხვებს, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით აქტუალურია და მათზე პასუხებიც შემოგვთავაზა.
სანამ Marca-ს კითხვა-პასუხს გაეცნობით, უნდა განვმარტოთ რა არის ERTE. ეს არის ესპანეთში, საგანგებო მდგომარეობის პარალელურად არსებული ღონისძიება “სამუშაო ძალის დროებითი კორექტირების გეგმა”, რომლის მიზანიც ბიზნესებისთვის ეკონომიკური კრიზისის შედეგების შერბილებაა. ეს ღონისძიება კომერციულ ორგანიზაციებს თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირების უფლებას აძლევს.
რატომ მიმართავს “ბარსელონა” ERTE-ს?
კორონავირუსის პანდემიამ კლუბის ეკონომიკური საქმიანობა შეაჩერა. “ბარსელონას” შემოსავლები აღარ აქვს ტელეტრანსლირებიდან, ბილეთებიდან, მაღაზიებიდან, მუზეუმისა და სტადიონის ტურიდან და ა.შ.
კანონიერია ეს პროცესი?
სავსებით კანონიერია. ამ გზას, ესპანეთის მასშტაბით, არაერთი ბიზნესი მიმართავს.
ERTE მხოლოდ პირველი გუნდის ფეხბურთელებს ეხება?
ეს ღონისძიება ეხება კლუბის ყველა თანამშრომელს, მიუხედავად იმისა, არიან ჩართულნი სპორტულ აქტივობებში, თუ არა.
რამდენ ფულს დაზოგავს კლუბი?
ეს დამოკიდებულაი იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ERTE. როგორც კი სეზონი განახლდება, ფეხბურთელებს ძველი ხელფასები დაუბრუნდებათ.
რამდენი პროცენტი ჩამოეჭრებათ ფეხბურთელებს?
ERTE-ს მოქმედების პერიოდში, იგეგმება მათი ხელფასების 70%-ის ჩამოჭრა. მაგალითისთვის, ფეხბურთელი, რომელიც წელიწადში 12 მილიონ ევროს იღებდა, ახლა, თვეში, დაახლოებით 300 ათას ევროს მიიღებს.
ფეხბურთელები ხელფასის შემცირების წინააღმდეგნი არიან?
არა. ფეხბურთელები ხელფასის შემცირებაზე თანახმანი არიან, მაგრამ არა კლუბის მიერ შეთავაზებული ოდენობით.
რამდენით შემცირებაზე არიან ფეხბურთელები თანახმანი?
ზუსტი რიცხვი არ სახელდება. ივარაუდება, რომ საუბარია წლიური ხელფასის დაახლოებით 10%-ზე. ეს ნიშნავს, რომ ის, ვინც წელიწადში 12 მილიონს გამოიმუშავებს, მზადაა 1.2 მილიონი დათმოს.
ფეხბურთელებთან მოლაპარაკებები გრძელდება?
კი, მოლაპარაკებები არ შეჩერებულა მას შემდეგ, რაც ბართომეუმ ეს იდეა წამოაყენა.
რა მოხდება, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ?
“ბარსელონა” გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს, თუმცა კლუბს ურჩევნია ფეხბურთელებთან შეთანხმებას მიაღწიოს.
არის “ბარსელონას” შეთავაზება უსამართლო?
არა. FIFA-მ გასცა რეკომენდაცია, ფეხბურთში არსებული იძულებითი პაუზის დროს, დასაქმებულების ხელფასები დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდეს. ზოგი კლუბი 20%-ზე შეთანხმდა, ინგლისში კი 50%-ის ვარიანტს განიხილავენ.
რამდენი პროცენტი ჩამოეჭრებათ ფეხბურთელებს?
ERTE-ს მოქმედების პერიოდში, იგეგმება მათი ხელფასების 70%-ის ჩამოჭრა. მაგალითისთვის, ფეხბურთელი, რომელიც წელიწადში 12 მილიონ ევროს იღებდა, ახლა, თვეში, დაახლოებით 300 ათას ევროს მიიღებს.
რატო ართულებთ თუ წელიწადში 12 მილიონს იღებდა….
და მერე: თვეში 300000 მიიღებს…. არ შიძლება უფრო მარტივად: თუ წელიწადში 12 მილიონს იღებდა, ახლა წელიწადში 3,6 მლნ-ს მიიღებს. შეიძლება შემომედავოთ წელიწადი არ მიიღებს შემცირებულს, ეს თვეები გაგრძელდებაო. კი ბატონო მაშინ თავიდანვე ვთქვათ, რო ვინც თვეში 1 მილიონს იღებდა 300000 მიიღებსო.
აი ზუსტად რა, კომნეტარი ვერ დაგიწერია კაცს როო ვინმე არ გეცეს თან აზრის 15 % რო ვერ გამოაქვს კომენტარიდან. შტეგენს ისევ მივიჩნევ მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესოდ, ბარსას მომავალ ლეგენდდად და მომავალშიც ვხედავ ბარსაში მარა როცა საჭირო გახდა გუნდმა ნეიმარიც კი გაუშვა რადგან თითონ უნდოდა და შტეგენს არავინ ჩამოაფხოტავს კალთას. რაც შეეხება კიმიხში გაცვლას ეგ არარეალურია, ნაგავი გუნდია ბაიერნი თავიანთი ბოსებით, მუქთად უნდა ყველა, ფეხბურთელს ყიდულობენ ან 1 წელი რო აქვს დარჩენილი ან კონტრაქტი როცა ეწურება. შტეგენსაც ალბათ კერავენ არ გაახანგრძლივოო და არაა გამორიცხული იმიტომაც მოითხოვა ამხელა არარეალური ხელფასი, იცოდა რო უარს მიიღებდა. და მიზეზს ეძებს წასასვლელად. ნეიმარმაც გაიარა იგივე გზა, არარეალური ხელფასის მოთხოვნა, სემედოსთან ჩხუბი და ასე შემდეგ. ამიტო კიმიხს არავინ მოგვცემს. მაგათ უნდათ უფასოდ დათრევა ან 1 წელი რო დარჩება 30 ს შემოგვთავაზებენ და ეგაა. ამიტო თუ გამართლდა ის რო შტეგენი სპეციალურად აკეთებს ამას და კონტრაქტი არაფრით აღარ გაახანგრძლივა, მაშინ ბოლო წელი დაეგდება სკამზე და ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩააგდოს გუნდმა რო ბაიერნმაც კი აღარ წაიყვანოს და კარიუსის გზა გაიაროს. მეკარეს კიდე ვნახავთ როგორმე, ვალდესით გავხდით ისტორიაში საუკეთესო გუნდი და შტეგენის ნაცვლად თუ სხვა გვეყოლება არ იქნება კატასტროფა. გამოჩნდებიან კარგი მეკარეები. არც დონარუმაა ცუდი ბიჭი აგერ იხვეწება გრანდებს.
სწორი ხარ, პირველ ნაწილში სრულად გეთანხმები. მეორე ნაწილში ასე მგონია სათადარიგოზე კი არ უნდა დავაგდოთ, დღესვე დავაყენოთ ტრანსფერზე(ნუ თუ არ გააგრძელა) და რაცა აქვს გამოსასყიდი ის დავადოთ, მე მგონი 180-ია. არავინ იყიდის მაგრამ ვაჭრობა-ვაჭრობაში რო 100-ის ფარგლებში ჩამოვიდეთ არ გვაწყენს. და მაგ ფასად ისეთ მეკარეს მოვიყვანთ მარტო ფულზე რო არ იქნება დახარბებული. იქნებ ობლაკიც კი მოგვივიდეს, არა მგონია ბარსაში არ უნდოდეს თამაში. თუ არადა დონარუმა სად წავა, როგორც მახსოვს მაგის აგენტებმა უკვე შემოგვთავაზეს. და საერთოდ ნუ ვიტყვით რო მარტო მეკარე იგებს თამაშს, შეხედეთ ატლეტიკოს და რეალს ორჯერ ნაკლები აქვთ გაშვებული ბარსაზე. თუ დაცვა არ გვეყოლება მეკარეს რაღა აზრი აქვს.
მილიონერები არიან და რას ჟმოტობენ,
მაგათ ყველას ბანკის სესხები აქვთ აღებული და მაგით არსებობენ, დაიღუპებიან.
ახლა გამოჩნდება ვინაა გუნდში ფულის და ვინ გერბის გამო.
აი ზუსტად რა, კომნეტარი ვერ დაგიწერია კაცს როო ვინმე არ გეცეს თან აზრის 15 % რო ვერ გამოაქვს კომენტარიდან. შტეგენს ისევ მივიჩნევ მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესოდ, ბარსას მომავალ ლეგენდდად და მომავალშიც ვხედავ ბარსაში მარა როცა საჭირო გახდა გუნდმა ნეიმარიც კი გაუშვა რადგან თითონ უნდოდა და შტეგენს არავინ ჩამოაფხოტავს კალთას. რაც შეეხება კიმიხში გაცვლას ეგ არარეალურია, ნაგავი გუნდია ბაიერნი თავიანთი ბოსებით, მუქთად უნდა ყველა, ფეხბურთელს ყიდულობენ ან 1 წელი რო აქვს დარჩენილი ან კონტრაქტი როცა ეწურება. შტეგენსაც ალბათ კერავენ არ გაახანგრძლივოო და არაა გამორიცხული იმიტომაც მოითხოვა ამხელა არარეალური ხელფასი, იცოდა რო უარს მიიღებდა. და მიზეზს ეძებს წასასვლელად. ნეიმარმაც გაიარა იგივე გზა, არარეალური ხელფასის მოთხოვნა, სემედოსთან ჩხუბი და ასე შემდეგ. ამიტო კიმიხს არავინ მოგვცემს. მაგათ უნდათ უფასოდ დათრევა ან 1 წელი რო დარჩება 30 ს შემოგვთავაზებენ და ეგაა. ამიტო თუ გამართლდა ის რო შტეგენი სპეციალურად აკეთებს ამას და კონტრაქტი არაფრით აღარ გაახანგრძლივა, მაშინ ბოლო წელი დაეგდება სკამზე და ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩააგდოს გუნდმა რო ბაიერნმაც კი აღარ წაიყვანოს და კარიუსის გზა გაიაროს. მეკარეს კიდე ვნახავთ როგორმე, ვალდესით გავხდით ისტორიაში საუკეთესო გუნდი და შტეგენის ნაცვლად თუ სხვა გვეყოლება არ იქნება კატასტროფა. გამოჩნდებიან კარგი მეკარეები. არც დონარუმაა ცუდი ბიჭი აგერ იხვეწება გრანდებს.
არა უშავს, რა მოხდა მერე, ჩიჩია არ მოაკლდებათ.
მილიონერები არიან და რას ჟმოტობენ,