workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: ორი მიზეზის გამო, “ბარსელონამ” კამავინგაზე უარი თქვა

MD: ორი მიზეზის გამო, “ბარსელონამ” კამავინგაზე უარი თქვა

მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ის მთავარი აღმოჩენა, ედუარდუ კამავინგა, “ბარსელონას” ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ მიიჩნეოდა, თუმცა, თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, კატალონიელები ფრანგი ფეხბურთელის დამატებაზე აღარ ფიქრობენ. 

წყაროს ცნობით, ამას ორი მიზეზი აქვს: 

1. კამავინგას კლუბი, “რენი”, 17 წლის ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს. “ბარსელონაში” ეს ზედმეტად ძვირად მიაჩნიათ. 

2. კამავინგა არც ისე უნივერსალურია და მხოლოდ სერხიო ბუსკეტსის პოზიციაზე თამაშობს, რომელიც ფრენკი დე იონგის ტრანსფერით უკვე გაძლიერდა. 

დაახლოებით ორი კვირის წინ, Diario AS-მა წარმოშობით ანგოლელი ნახევარმცველისთვის “ბარსასა” და მადრიდის “რეალს” შორის დიდი ბრძოლა ივარაუდა. 

ასაკის მიუხედავად, ედუარდუ “რენის” ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრია. ის გუნდს 36 მატჩში ერთი გოლითა და ორი ასისტით დაეხმარა.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • Berlinetta♥
    schedule 28 მარ 2020, 00:32

    ჩხირები ხართ თუ 50 გენანებათ ამაში

  • Don_Andresito
    schedule 27 მარ 2020, 21:31

    ციტატა: Alien messi
    3 მიზეზი ილიაშ მორიბა.


    მეოთხე ის რო ბართოს გეგმებში გუნდის გაახალგაზრდავება არ შედის რაკიტიჩს ენდობა. მეხუთე ისაა რო პერესმა მე მინდაო და მონამ უკან დაიხია ხელი არ შევუშალოო

  • Alien messi
    schedule 27 მარ 2020, 20:50

    3 მიზეზი ილიაშ მორიბა.

  • dima359
    schedule 27 მარ 2020, 19:13

    ორ წელში სამი მაგდენი ეღირება… იყიდის დორტმუნდი და მერე მოუნდება ბარსას დემბელესავით… მერე იყიდიან და სკამზე დასვამენ სანამ ტრავმას მიიღებს…

  • M10 S9 D11
    schedule 27 მარ 2020, 16:30

    აუარი მოიყვანეთ აუარი