“ბარსელონას” ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას დასთანხმდნენ

“ბარსელონას” ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას დასთანხმდნენ

“ბარსელონას” ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას დასთანხმდნენ. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

კატალონიური გამოცემის ცნობით, “ბლაუგრანას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ პირველი გუნდის კაპიტნებს – ლეო მესის, სერხიო ბუსკეტსს, ჟერარ პიკესა და სერჟი რობერტოს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ფეხბურთელების ხელფასების შემცირებაზე საუბარი იყო.

წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია – ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას დასთანხმდნენ. კონკრეტული ოდენობა განსაზღვრული ჯერ არაა და მოლაპარაკებები ინდივიდუალურად გაგრძელდება.

ხელფასების შემცირება მხოლოდ მამაკაცთა პირველ გუნდს შეეხება. ასაკობრივი გუნდებისა და ქალთა პირველ გუნდის წევრების ხელფასები უცვლელი დარჩება.

ამ ზომების მიღების მიზეზი კორონავირუსგან გამოწვეული ფინანსური ზარალია, რომელიც, ამჟამინდელი მდგომარეობით, 160 მილიონ ევროს შეადგენს.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    23 მარ 2020, 03:39

    ხო ვთქვი დასთანხმდებიანმეთქი

  • Lasha71
    23 მარ 2020, 00:27

    მეც დავთანხმდებოდი…
    მილიონის მიღება სახლში ყოფნასი არაა ცუდი

  • BARCELIONELI
    22 მარ 2020, 22:56

    მადლობა ყველას- იმედია კიდევ ბევრ საქველმოკმედო საკმეს გააკეთებენ ამ მართლაც ძნელბედობის დროს.
    უი.უცბათ ჩვენი პარლამენტარენი გამახსენდნენ. მაგიტგან აუგიატ მაგალიტი.)))))