workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლევერკუზენი” კაი ჰავერცს ვეღარ შეინარჩუნებს

“ლევერკუზენი” კაი ჰავერცს ვეღარ შეინარჩუნებს

“ლევერკუზენის” ნახევარმცველის, კაი ჰავერცის, მომავალთან დაკავშირებით “ბარსელონა” უკვე მრავალჯერ იყო ხსენებული. ახლახანს კი, გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პიტერ ბოშმა, Algemeen Dagblad-ს განუცხადა, რომ მათთვის კაი ჰავერცის დატოვება შეუძლებელი იქნება: “მომდევნო ზაფხულს ჩვენ მას ვერ შევინარჩუნებთ”.

GGFN ციტირებს: “ეს ტრანსფერი 100 მილიონ ევროზე მეტი დაჯდება. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს გუნდის მიერ ტალანტის განვითარებასა და შემდეგ მის გაყიდვას. სულ მცირე 100 მილიონით ჩვენს გუნდს მინიმუმ სამ პოზიციაზე გავაძლიერებთ.”

გერმანული სატელევიზიო არხის, Sport 1-ის მიხედვით “ბაიერნი”, პსჟ, “ლივერპული” და “ბარსელონა” გერმანელი ამომავალი ვარსკვლავით არიან დაინტერესებულნი.

ჰავერცი ახლახანს გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ბუნდესლიგაში 30 გოლი გაიტანა. ეს ყოველივე მან 20 წლისა და 270 დღის ასაკში მოახერხა, რითაც ლეგენდარულ კლაუს ფიშერს გადაასწრო.

კაი ჰავერცმა განსაკუთრებული განაცხადი გასულ სეზონში გააკეთა. 20 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 20 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ნახევარმცველი ასევე შთამბეჭდავია მიმდინარე სეზონში, 33 მატჩში მის ანგარიშზე 9 გოლთან ერთად 8 ასისტია.

გერმანელმა ვუნდერკინდმა უკვე 7 მატჩი ჩაატარა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და 1 გოლის გატანაც მოახერხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • davitichi925
    schedule 17 მარ 2020, 00:26

    ციტატა: kingarturo
    ნეიმარი ერთ დროს ძალიან მიყვარდა მეც, იმ ქამბექის მერე ნეი მეგონა დიდი ხნის განმავლობაში დარჩებოდა ჩვენთან. სადამ ოფიციალურად არ დადასტურდა ვერ დავიჯერე რო დაგვტოვა. აი ამ ყველაფრის მერე გუნდიც აირია, მაგის წასვლამ თავდაყირა დაგვაყენა და გუნდს გეგმები შეუცვალა აი რატომ მძულს ახლა.


    არადა ბოლო წლებში საუკეთესო ფორმაშიიყო. ბოლოს ამხანაგურ თამაში ივენუსი ამო ნაყა😁 მაგრამ მაინც ჩაისვარა

  • nika 54
    schedule 16 მარ 2020, 14:12

    ვინმემ დაითვალეთ უკვე რამდენი ფეხბურთელი ყავს ბარსას მიზანში ამოღებული? დავიჯერო ყველას მოიყვანენ? მაშინ ერთ-ორ ძირითადის სასტავს გავაკეთებთ და რათ გვინდა, ისევ ომი ძირითადისთვის და გაბრაზებულების ახალი გუნდების ძებნა?

  • Pako
    schedule 16 მარ 2020, 07:46

    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    ძაან მაღალი დონის იგროკია მარა შემტევია ძაან და თან ჯერ ბუსისც გვაყვს ისე ჰავერტსი დე იონგი არტური 10 წლის პროექტია და ჩემი აზრით ამაზე უნდა იჩალიჩონ წელს თუ არა მეორე წელს


    მომკალით და არტური ვერ ჯდებარა ტიპი 60 წუთს ითამაშებსდა დადის მერე ვეღარ ქაჩავს ტემპს აგდებს დებეეკი უნდა მოიყვანონ ჰავერცი დეიონგი დებეეკი იქნება მომავლის სასწაული პროექტი

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 16 მარ 2020, 03:47

    ძაან მაღალი დონის იგროკია მარა შემტევია ძაან და თან ჯერ ბუსისც გვაყვს ისე ჰავერტსი დე იონგი არტური 10 წლის პროექტია და ჩემი აზრით ამაზე უნდა იჩალიჩონ წელს თუ არა მეორე წელს

  • Sergio5
    schedule 16 მარ 2020, 02:33

    1 ლევერკუზენში დამიტოვეთ ეს ხელი არ ახლოთ, ამაზე ვართ აწყობილები

    2. ბარსამაც თავი გაანებოს, არ გვაქვს ამისი ადგილი გუნდში

  • barcelonafanlasha
    schedule 16 მარ 2020, 00:11

    ციტატა: kingarturo
    ნეიმარი ერთ დროს ძალიან მიყვარდა მეც, იმ ქამბექის მერე ნეი მეგონა დიდი ხნის განმავლობაში დარჩებოდა ჩვენთან. სადამ ოფიციალურად არ დადასტურდა ვერ დავიჯერე რო დაგვტოვა. აი ამ ყველაფრის მერე გუნდიც აირია, მაგის წასვლამ თავდაყირა დაგვაყენა და გუნდს გეგმები შეუცვალა აი რატომ მძულს ახლა.


    ხოო მარა ზოგი ჭირი მარგებელია მსგავსი რამ რომ ყველა გუნდს ემართება ეგ გარდაუვალია მრ კიდე რაღაც პონტში მისწორდება კიდეც რომ მაგით ოთხთვალას მოეხაზა და კიდე ბევრ მისნაირს მომავლიდან კიდე ახალი ბარსა მეიმედებანეიმარის გარეშე რა თქმა უნდა

  • Don_Andresito
    schedule 15 მარ 2020, 23:06

    წელს კარგად ვეღარ გამოიყურება. თან ძაალ შემტევია. ისეკი გაგვაძლიერენდა მარა ბაიერნში წავა

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 15 მარ 2020, 22:57

    უმაგრესია,მაგრამ 100 ზედმეტად გაბერილი ციფრია.

  • M10 S9 D11
    schedule 15 მარ 2020, 21:07

    ესეც ძაან მაგარი ბიჭია მარა 100 მილიონი რა ამბავია