კატალონიის “ბარსელონა” “ლაციოს” ბრაზილიელი მცველით, ლუის ფელიპეთი ინტერესდება.
Corriere dello Sport-ის ცნობით, კატალონიელები ლუის ფელიპეს რომაული კლუბის ბოლო მატჩებში აკვირდებოდნენ.
ფელიპეს “ლაციოსთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ღირებულება მხოლოდ 20 მილიონ ევროს შეადგენს.
ამ სეზონში ბრაზილიელმა, “ლაციოს” რიგებში, სერია A-ს ეგიდით ჩატარებულ 19 მატჩში 1 გოლი გაიტანა (“იუვენტუსის” კარში) და ამდენივე ასისტი მიითვალა.
