workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების დრამატული მატების ფონზე, ესპანეთის მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. 

დღეს დილით მადრიდში მოქალაქეებზე შეზღუდვების დაწესება გადაწყდა, მაღაზიები, ბარები და რესტორანები კი დაიხურა. ხვალიდან, სუპერმარკეტებისა და აფთიაქების გარდა, ფუნქციონირებას ყველა დაწესებულება შეწყვეტს.

რაც შეეხება კატალონიის რეგიონს, აქ სიტუაცია ნაკლებად სერიოზულია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ცნობებით, 4 209 შემთხვევაა დაფიქსირებული, ფატალურად კი 120 მათგანი დამთავრდა. კატალონიაში ამ შემთხვევებიდან 316 დადასტურდა. 

“ბარსელონამ” უკვე გადაწყვიტა, რომ კლუბთან დაკავშირებული ყველა აქტივობა გადაიდოს, მათ შორის, სავარჯიშო სესიები. აპრილამდეა  გადადებული ყველა მატჩიც. 

ესპანეთში, იტალიის შემდეგ, ევროპაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. 

ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ საგანგებო მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს და აპრილიდან სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი ისევ იქნება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • Johan cruyff13
    schedule 13 მარ 2020, 21:40

    ციტატა: kingarturo
    ვაქცინა აპრილისთვის იქნება მზადო და ვნახოთ აბა.


    მზად არისო, რამოდენიმე ინსტანციის სანქცირებას ელოდებიან რომ წარმოებაში ჩაუშვანო. .