“ესტუდიანტესის” მოქმედმა პრეზიდენტმა და ლეო მესის თანამემამულემ, ხუან სებასტიან ვერონმა, ჟურნალისტებთან არგენტინელის მშობლიურ კლუბში დაბრუნებაზე ისაუბრა.
As ხუან სებასტიან ვერონის სიტყვებს ციტირებს:
“ვხედავ თუ არა მესის ისევ “ნიუ ოლდ ბოისში”? ჩემი აზრით, ეს საკმაოდ რთული იქნება, თუმცა, შასაძლოა მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ეს ძალზე პირადული საკითხია.”
ხუან სებასტიან ვერონს ასევე ხავიერ მასკერანოს “ესტუდიანტესში” დაბრუნებასთან შედარება სთხოვეს.
“ეს არ იქნება არც მასკერანოს და არც სხვა რომელიმე ფეხბურთელის დაბრუნების მსგავსი.”
როგორც მოგეხსენაბათ, ლიონელ მესიმ ფეხბურთის თამაში ადგილობრივ “ნიუელს ოლდ ბოისში” დაიწყო. მან არგენტინა 11 წლის ასაკში დატოვა. ამის მიუხედავად, მას სამშობლოსთან მჭიდრო კავშირი არ დაუკარგავს. პირიქით, 32 წლის არგენტინელი საკმაოდ ხშირად იცვამს “ნიუელსის” ფორმას, განსაკუთრებით, საქველმოქმედო მატჩებში.
“ბარსელონას” კაპიტანს მიმდინარე კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. თუმცა, არსებობს ჭორები იმის შესახებ, რომ კონტრაქტში მითითებულია ერთი განსაკუთრებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ლეო მესის სრულიად უფასოდ შეუძლია ამავე ზაფხულს დატოვოს “ბარსა”.
თებერვალში, ლეო მესიმ კიდევ ერთხელ გამოხატა ერთგულება “ბარსელონას” მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ აღიარა, თუ როგორ ენატრებოდა მშობლიური ქალაქი როსარიო.

რა დროს ნიუელსია? 5 წელი დარჩეს და 20 წელი შეუსრულდება ბარსას პირველ გუნდში თამაშის. მერეც გაქაჩავს ნიუელში 2 წლით თამაშს.
37-38 წლამდე კი იქნება ბარსაში და მერე კი წავა ნიუელსში